ფეხბურთი

23:30 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: “რუდი გარსიაზე არაფერი ვიცოდი”

“რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი აცხადებს, რომ გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე, გასულ ზაფხულამდე, არაფერი იცოდა და ფრანგი სპეციალისტის მიწვევით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა.

“გარსიაზე საერთოდ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ ის ჩვენი მწვრთნელი არ გახდა.

მომეჩვენა, რომ გარსია იმის გამო მოვიწვიეთ, რომ ხელმძღვანელობამ ალეგრისთან და მაცარისთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა.

პირველი, რაც გავაკეთე, ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება დავიწყე და წავაწყდი ვიდეოს, სადაც გარსია გიტარაზე უკრავდა. პირველი, რაც ვიფიქრე, იყო: “ეს ვინაა, ეშმაკმა დალახვროს.”

იმ დროს, ნაკრებში ვიყავი. ვიდეო ანდრეა პირლოს ვაჩვენე და ვუთხარი: “ნახე, ვინ გახდა ჩვენი მწვრთნელი.”

თუმცა, მას შემდეგ აზრი შევიცვალე და ღმერთს მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ რუდი გარსია მოვიწვიეთ.” – ციტირებს დე როსის სიტყვებს So Foot-ი.

რუდი გარსიამ “რომა” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ბოლო ორ სეზონში ევროზონაში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა, ამჟამად, სერია A-ში მე-2 ადგილზეა და არც ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ამბობს უარს.

ესეც ვიდეო, რომლითაც დე როსის რუდი გარსიაზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნა:

0.109141