იტალიის ნაკრების ნახევარმცველი დანიელე დე როსი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ნორვეგიასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით (2:0) კმაყოფილია, მაგრამ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაწვნევ იმედგაცრუებას, ჯერ ვერაფრით ივიწყებს.
“ციკლი დამაჯერებელი მოგებით გავხსენით, რამაც ძალიან გამახარა. ნორვეგიიდან სამი ქულის წაღება ადვილი ნამდვილად არაა. ამას ემატებოდა ისიც, რომ წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ, გვინდოდა საკუთარ შესაძლებლობებში თავიდან დავრწმუნებულიყავით. საბედნიეროდ, დაკისრებული ამოცანა მშვენივრად შევასრულეთ, მაგრამ ვფიქრობ, ბრაზილიურ ჩავარდნას ერთი და ორი თამაშით ვერ დავივიწყებთ. სტრესიდან ბოლომდე გამოსასვლელად, მეტი დროა საჭირო”, – უთხრა დანიელე დე როსიმ აპენინურ გამოცემებს.
ვასილ მშვილდაძე