ფეხბურთი

20:28 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: “იტალიური ფეხბურთი თანამედროვეობას 10-20 წლით ჩამორჩება”

“რომას” 30 წლის ნახევარმცველი დანიელე დე როსი სერია A-ზე საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იტალიური ფეხბურთი სხვა ქვეყნებს ჩამორჩება.

“იტალიური ფეხბურთის კულტურა თანამედროვეობას 10-20 წლით ჩამორჩება. არასწორად ვფიქრობთ და არასწორად ვცხოვრობთ. იტალიურ ფეხბურთს ინგლისური, ესპანური და გერმანული ფეხბურთი უსწრებს. მალე, ფრანგებიც უკან მოგვიტოვებენ.

უპირველესად, დაუკვირდით სტადიონებს თამაშების დაწყების დროს. იანვარში, უდინეში, საღამოს 9 საათზე ვთამაშობთ... ამ პრობლემის გამოსწორება იოლია იმის გათვალისწინებით, რაც სერია B-ში ხდება. ამ ჩემპიონატში, გუნდები შობის დროს თამაშობენ და მთელი იანვარი ისვენებენ.

“რომა” რომ დამეტოვებინა, ან ეს მომავალში რომ გავაკეთო, მიზეზი მხოლოდ საზღვარგარეთ თამაშის სურვილი იქნება. თავს “რომასგან” განუყოფელ ნაწილად ვგრძნობ. ეს გუნდი ჩემი ცხოვრებაა. მაგრამ თუ წავალ, ვიცი, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ ვითამაშებ.” – ციტირებს დე როსის სიტყვებს Football Italia.

0.126934