იტალიური “რომას” ერთ-ერთი ლიდერი დანიელე დე როსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სერია A-ს სტარტზე 8 თამაშის მოგება მის გუნდს სკუდეტოს მოპოვების გარანტიას აძლევს.
“დიახ, იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში უკვე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გუნდმა პირველ 8 თამაშში იმარჯვა და საბოლოოდ, ეს გუნდები ჩემპიონები ხდებოდნენ. თუმცა, დღეს, სერია A-ში, უფრო დიდი კონკურენციაა.
არ შეიძლება, სკუდეტოზე 8 ტურის შემდეგ იოცნებო. რუდი გარსიას “ატლეტიკოს” მაგალითი მოჰყავს ხოლმე. მადრიდელებმა პირველი 8 თამაში მოიგეს, მაგრამ დღეს ეს აღარაფერს ნიშნავს.
ჯერ არაფერი მოგვიგია, მაგრამ შესაძლოა, ზოგიერთ გუნდს ჩვენთან თამაშის ეშინია.” – აცხადებს დანიალე დე როსი.