ფეხბურთი

11:47 | 25.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

დე ლაურენტისმა იგუაინისა და რეინას ტრანსფერები დაადასტურა

 

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კლუბი თავდამსხმელ გონსალო იგუაინსა და მეკარე ხოსე რეინას ოფიციალურად წარადგენს.

ცნობილია, რომ ნეაპოლელებმა 25 წლის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ესპანელი კარის დარაჯი მათ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

“იგუაინმა და რეინამ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჩვენს კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. ორშაბათს საღამოს დიდი ზეიმის მოწყობას ვგეგმავთ და სწორედ იქ წარვადგენთ გუნდის ახალწვეულებს. ასევე, მოვახდენთ ახალი ფორმის და ჰიმნის დემონსტრირებას. ზაფხულის პერიოდში კარგად ვიმუშავეთ, თუმცა, მიღწეულზე შეჩერებას სულაც არ ვაპირებთ”, - დაწერა საკუთარ თვითერზე დე ლაურენტისმა.

გარდა ზემოთ ნახსენები ფეხბურთელებისა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნაპოლიმ” დრის მერტენსი, რაულ ალბიოლი, ხოსე კალიეხონი და მეკარე რაფაელი შეიძინა.



კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:21 | 05.06.2017
დურანტულა35 (6807)

პირველი თამაშის დასაწყის გავს ძაან.

04:03 | 05.06.2017
federer (17) (15576)

კერი დაბრუნებულაა
საინტერესოაა ეს ამბავიი

04:00 | 05.06.2017
federer (17) (15576)

აქ ხართ ვინმეე

20:22 | 04.06.2017
პანტელეიმონი (4347)

მეტს კახა ნაკრებში გააკეთებს იმედია

04:00 | 05.06.2017
federer (17) (15576)

კახა არა თორნიკე

16:21 | 04.06.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

არა უშავს. აღმავლობის პერიოდი იმედია სწორედ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუდგება.
კახაბეროვიჩი უნდა იყოს ნაკრების ლიდერი შემოდგომაზე.

15:56 | 04.06.2017
federer (17) (15576)

ვერაა თოკო მაინც ოპტიმალურ ფორმაშიი
ნახევარ საათში 20 ქულას დებდეს უნდა, რაგდან აქვს ამის პოტენციალიი

15:00 | 04.06.2017
sabonis (9584)

ვაახ არადა თითქოს არ უნდა წააგოს.

0.06228