ფეხბურთი

11:52 | 24.08.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დე ლაურენტისი: “საუკეთესო შენაძენი რაფაელ ბენიტესია”

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელთა მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ტრანსფერებზე ისაუბრა. მან საკუთარ “თვითერზე” ყველა მსურველის კითხვებს უპასუხა.

“ჩვენ დავამთავრეთ მოლაპარაკება “ესტუდიანტესთან” და დიუვან საპატესთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ის უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება. მატრისთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი ყოფილა. უბრალოდ, ბეპე მაროტას სამი კვირის წინ ტრანსფერის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უფრო შორს არ წავსულიყავით. ჩვენ არა მისი შესაძლებლობები, არამედ ასაკი გვაფიქრებდა და ამიტომ, არჩევანი საპატეზე შევაჩერეთ.

ყველას აინტერესებს, შევიძენთ თუ არა კიდევ ვინმეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, შესაძლოა რაღაც გამოგვრჩა და გაძლიერება კიდევ დაგვჭირდება. სუნიაგი ჩვენთან რჩება და “ნაპოლის” მაისურით აუცილებლად ითამაშებს. რაც შეეხება ჩვენს საუკეთესო შენაძენს, ეს უდავოდ რაფაელ ბენიტესია”, - დაწერა დე ლაურენტისმა და ისიც განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში “ნაპოლის” სტადიონ “სან პაოლოს” რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.

04:11 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.

19:55 | 09.01.2016
federer (17) (15576)

შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს

01:35 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.

01:37 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა

20:08 | 28.12.2015
ალექსანდრე (6188)

მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.

01:27 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა

10:35 | 28.12.2015
miriani (2665)

მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე

01:56 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა

00:01 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს

0.061617