წუხელ, სერია A-ს 31-ე ტურში, ტურინის “იუვენტუსთან” გამარჯვების შემდეგ (2:0), “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ფეხბურთელებით: “მთავარია, როგორ ფეხბურთს თამაშობს “ნაპოლი.” ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ქულით ჩამოვრჩებით “იუვენტუსს” 17-ით თუ 20_ით, ვამაყობ ჩემი გუნდით. ხოლო თუ გინდათ, რომ იტალიის ჩემპიონატში ყოველთვის ვიმარჯვებდეთ, მაშინ მომეცით კიდევ 150 მილიონი ევრო და “ნაპოლი” სერია A-ს 10-ჯერ ზედიზედ მოიგებს,” – უთხრა დე ლაურენტისმა Sky Sport Italia-ს.