იტალიური "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლისა" და “ბორუსიას" მატჩის წინ დორტმუნდელები სამთავიან მონსტრს შეადარა და მათ მიმართ საქებერი სიტყვებიც არ დაიშურა.
"დორტმუნდი" მაშინებს. ის სამთავიან მონსტრს მაგონებს. გერმანელთა ექსტრაორდინალურ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. “დორტმუნდს” რამდენიმე წელიწადია ვაკვირდები და კარგი პოლიტიკა აქვს: ტრანსფერებში ზედმეტ ფულს არ იხდის.
დღევანდელ მატჩში მონაწილე ორივე გუნდს განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს და სტადიონზე დიდებული ატმოსფერო შეიქმნება" _ განუცხადა La Gazzetta dello Sport-ს დე ლაურენტისმა.
ევროასპარეზზე "ნაპოლი" და "ბორუსია" დღეს პირველად შეხვდებიან.
გიორგი ბალახაძე