საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა ვენსან კოლემ ტრავმირებული ნანდო დე კოლოს ნაცვლად, შეკრებაზე შარლ კაუდის უხმო.
შეგახსენებთ, რომ დე კოლო უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და “სამფეროვნებს” მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ შეეშველება.
კაუდი 2009 წლიდან მოყოლებული “ლე მანის” ღირსებას იცავს, გასულ სეზონში კი მისი საშუალო მონაგარი 8.8 ქულა და 4.7 მოხსნა იყო.
ფრანგმა ფორვარდმა ეროვნული ნაკრების რიგებში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა, გუნდში დიდი როლი ნამდვილად არ ჰქონია – საშუალოდ 1.3 ქულას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ფრანგთა მეტოქეები ბრაზილია, ეგვიპტე, სერბეთი, ირანი და ესპანეთი იქნებიან.