ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგს ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე გრანდი იწვევდა, თუმცა "მილანმა" ჰოლანდიელი შეინარჩუნა და ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
იტალიური მედიიც ინფორმაციით, "როსონერი" 29 წლის ფეხბურთელს ახალ ორწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა. ჰოლანდიელს ამჟამინდელი კონტრაქტი იტალიელებთან 2015 წლის ზაფხულში ეწურება.
გასულ სეზონში დე იონგმა 44 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
იტალიის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონი გასულ შაბათს დაიწყო. "მილანმა" "ლაციო" "სან სიროზე" 3:1 დაამარცხა. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა პირველივე მატჩში 90 წუთი ითამაშა.
გიორგი ბალახაძე