ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური აცხადებს, რომ თუ კრისტიან ერიკსენს სურს, ის გუნდის მე-8 ნომრის გასაყიდად მზადაა.
“საჭიროა გავიგოთ, რა სურს თავად ერიკსენს. თუ მისი სურვილი “ლივერპულში” წასვლაა, მას ეს შეუძლია. პირადად მე მინდა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელმა “აიაქსში” კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშოს.
კარგად მესმის, რომ ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელის დამატებით არაერთი კლუბია დაინტერესებული. გავიგებ, თუ ერიკსენი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. მისი შეჩერება არ შემიძლია.” – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის დანიელი შემტევი ნახევარმცველის შეძენის მთავარი კანდიდატი ინგლისური “ლივერპულია”.