საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე დღეს მერვედფინალური ეტაპის 7 მატჩი გაიმართა (მერვე მატჩი ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შორის ხვალ შედგება).
თბილისის "დინამომ" ხობის "კოლხეთი" ფოთში 9:0 გაანადგურა, საჩხერის "ჩიხურამ" კი "მცხეთა პარკზე" თბილისის "ლოკომოტივს" 3:0 სძლია და შეიძლება ითქვას, ამ ორმა გუნდმა მეოთხედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. დანარჩენ წყვილებში კი, ჯერ ყველაფერი გასარკვევია.
სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)
დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)
გურია (ლანჩხუთი) _ მერანი (მარტვილი) 1:2 (0:1)
კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)
ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)
მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)
ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)
მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.
გიორგი ბალახაძე





