წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი თავის ყოფილ კლუბზე, “იუვენტუსზე” საუბრობს და აცხადებს, რომ ტურინელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შუა ხაზი ჰყავთ.
“ჩემის აზრით, “იუვენტუსის” ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
პოლ პოგბა ნამდვილი ბრილიანტია. უდავოა, რომ მომავალში ის შესანიშნავი ფეხბურთელი იქნება.
გარდა ამისა, “იუვენტუსში” თამაშობს არტურო ვიდალი. ის ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც, ვფიქრობ, “იუვენტუსში” თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ უჩვენებია. იმედი მაქვს, ერთ დღეს, ვიდალს “იუვენტუსის” სხვა ლეგენდებთან ერთად გაიხსენებენ. მას ეს ნამდვილად ხელეწიფება.” – აცხადებს ედგარ დავიდსი.
ედგარ დავიდსი, რომელიც ამჟამად ინგლისურ “ბარნეტს” წვრთნის, “იუვენტუსში” 1997-2004 წლებში თამაშობდა.