მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი რუსი ჩოგბურთელი ნიკოლაი დავიდენკო, რომელსაც ტრავმის გამო მთელი გრუნტის სეზონი გაუცდა, კორტს გერმანულ ჰალეში დაგეგმილ ტურნირზე დაუბრუნდება. ეს ტურნირი Gerry Weber Open-ის სახელითაა ცნობილი და 5-დან 13 ივნისამდე გასტანს.
”უიმბლდონის” წინ სათამაშო პრაქტიკა დამჭირდება, ჰალეს ტურნირზე თამაში კი ამ მხრივ ნამდვილად სასარგებლო იქნება”, - განაცხადა დავიდენკომ ჰალეს პირველობის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.







