თამაშგარე

10:26 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილიას ცოლის ქალური საიდუმლოებები

მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე ესპანელი გოლეადორის, დავიდ ვილიას ცოლი, პატრიცია გონსალესი ორი შვილის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ შეძლება მის ოჯახს ნამდვილად არ აკლია, შვილებს თავად ზრდის. ამას გარდა, პატრიცია ფიზიკურ ფორმებსაც ინარჩუნებს.

პატრიციას საკუთარი დიეტა ჰქონია და როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ დიეტის გამო ახერხებს მუდმივად ფორმაში ყოფნას. მისი დიეტით ესპანელი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და სთხოვეს, რომ სპეციალურ სატელევიზიო გადაცემაში მიეღო მონაწილეობა, სადაც თავისი დიეტის საიდუმლოებებზე ისაუბრებდა. 

პატრიციამაც თავპატიჟდაუდებლად შეასრულა ეს თხოვნა და ესპანელ (და არამხოლოდ ესპანელ) ქალებს მუდმივად ლამაზი ტანის შენარჩუნების საიდუმლოებებზე ესაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135218