ფეხბურთი

10:41 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია: “არსენალისგან” შესანიშნავი წინადადება მქონდა”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დავიდ ვილიამ დაადასტურა, რომ ამა წლის იანვარში, როდესაც ჯერ კიდევ “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, ლონდონის “არსენალისგან” შესანიშნავი წინადადება მიიღო.

32 წლის თავდამსხმელი “ატლეტიკოში” ზაფხულში, 5,1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა, წარსულზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე კი, Canal+-სთან ისაუბრა.

“არსენალის” წინადადება კარგი იყო კლუბისთვის და შესანიშნავი პირადად ჩემთვის. მაგრამ მაშინ “ბარსელონაში” ფიქრობდნენ, რომ გუნდისთვის აუცილებელი ვიყავი და ჩემი წასვლა არ შეიძლებოდა. ახლა “ატლეტიკოში” ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ჩემი გოლები და გაწეული მუშაობა გუნდს მიზნის მიღწევაში ეხმარება. ალბათ ყველამ იცით, რომ მე უფრო კოლექტიური მოთამაშე ვარ და არა ინდივიდუალური. აღსანიშნავია, რომ გუნდი ჩემს მოსვლამდე უკვე დაკომპლექტებული იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში კარგ თამაშს აჩვენებდა და რამდენიმე ჯილდოც მოიგო” - თქვა ვილიამ.

0.123639