ფეხბურთი

13:05 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვას თვე გაუცდება

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაში, მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშისას მიიღო და მეორე ტაიმში ის ალექსანდრ კოლაროვმა შეცვალა.

BBC-ის ცნობით, სილვამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ცნობილი გახდა, რომ მას ტერფი აქვს დაზიანებული. ექიმების ცნობით, მკურნალობის პროცესი სამიდან ოთხ კვირამდე გაგრძელდება.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში სილვამ სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113967