ფეხბურთი

12:11 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ პისარო ნაკრებში ბრუნდება

8-წლიანი პაუზის შემდეგ, ფლორენციის “ფიორენტინას” 33 წლის ნახევარმცველმა დავიდ პისარომ ჩილეს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

პისაროს ეროვნულ გუნდში 2005 წლის შემეგ აღარ უთამაშია. ვეტერანი შუახაზელი დაბრუნებაში ჩილელთა არგენტინელმა თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ დაარწმუნა.

ამგვარად, “ფიორენტინას” ნახევარმცველი პარაგვაისა და ბოლივიის ნაკრებებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება. ეს შეხვედრები ივნისში ჩატარდება. 

 

0.124677