ხუთშაბათს პსჟ-მ ბრაზილიელი ახალწვეული – დავიდ ლუისი წარადგინა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ლონდონის “ჩელსიდან” შეიძინა.
პრეზენტაციის შემდეგ, ლუისმა მომავალ კლუბსა და მის ამბიციებზე ისაუბრა. ბრაზილიელის კომენტარს BBC ავრცელებს:
“მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ. ჩემს დებიუტს მოუთმენლად ველი. დიდებულ გუნდში გადმოვედი და თანაგუნდელებისგან ბევრის სწავლას ვაპირებ.
რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ ფორმას, შემდეგ კვირაში 100%-ით მზად ვიქნები. მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები.” – განაცხადა ლუისმა.
ლუისის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა “ჩელსის” 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რითაც ბრაზილიელი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. იგი ახალ კლუბში 32 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლევან გოგოტიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია