რეიტინგის 48-ე ნომერმა დავიდ გოფინმა, მეცის ტურნირის ფინალში პორტუგალიელი ჟოაო სოუზა დაამარცხა - 6:4; 6:3.
პირველ სეტში, 1:1-ზე გოფინმა ბრეიკი გააკეთა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჟოაოს ჰქონდა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ბელგიელმა უშეცდომოდ ითამაშა. მეორე სეტის პირველსავე გეიმში, დავიდმა მეტოქის ჩაწოდების მოგება მოახერხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. სოუზამ ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ბელგიელმა ათი ეისი ჩააწოდა, ხოლო ჟოაომ, მხოლოდ ორი.
გოფინი მეცის ტურნირზე მე-8 ნომრად იყო განთესილი. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა: სერა, კამკე, ცონგა, შტრუფი და სოუზა.
ბელგიელმა კარიერაში ATP-ის მეორე ტიტული მოიპოვა. 2012 წლის ოქტომბერში, გოფინის საუკეთესო მაჩვენებლი რეიტინგში 42-ე ადგილი იყო.
ლაშა ქოიავა
ფინალის საინტერესო მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=ugU6sVJGTUc