ჩოგბურთი

11:40 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ფერერმა ბუენოს აირესში ტიტული დაიცვა

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერმა, 27 წლის დავიდ ფერერმა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში შარშან მოპოვებული ტიტული წელს წარმატებით დაიცვა. ფინალურ მატჩში მან შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა 3 სეტში დაამარცხა - 6:4, 3:6, 6:1.
მატჩი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში დავიდმა ექვსჯერ "დააბრეიკა" მეტოქე, საკუთარი მოწოდება კი ოთხჯერ დათმო. ფერერის ანგარიშზე 1 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ვავრინკამ კი, თავის მხრივ, 4 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა პირად დაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 7:3 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.
ფერერმა კარიერაში მე-20-ე ტიტული მოიპოვა. დღევანდელმა წარმატებამ მას 84550 ამერიკული დოლარი მოუტანა, თანაც, დავიდმა შარშან მოპოვებული 250 სარეიტინგო ქულაც დაიცვა.


0.121236