ფეხბურთი

15:18 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაველოდოთ დუბროვნიკს, ანუ შესარჩევის ფორმატსა და კალათებს

 

19 და 20 სექტემბნერს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში უეფას მორიგი კონგრესი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის ფორმატის დამტკიცება იქნება. როგორც იცით, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები ითამაშებს, ანუ 23 ადგილი გათამაშდება (მასპინძელი საფრანგეთი ხომ პირდაპირ გავა). და როგორი იქნება ფორმატი?

ჯერ არ დაუმტკიცებიათ, მაგრამ სავარაუდოდ, 53 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება და ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ გავა, მათ მიემატება ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანიც, ხოლო 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფში გაარკვევს კიდევ 4 საუკეთესოს. თუმცა, ეს ჯერ ბოლომდე დამტკიცებული არაა – წინასწარი ვერსიაა.

თუ ასე მოხდება, გუნდები კალათებში განაწილდებიან დეკემბრის თვის ფიფას რეიტინგით, ანუ როცა მიმდინარე შესარჩევი ეტაპი და ფლეი ოფებიც დასრულებული იქნება. ევრო-2016-ის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაისად 23 თებერვალს გაიმართება ნიცაში.

დავკონკრეტდეთ: მიმდინარე ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს, რომ მომდევნო შესარჩევში მესამე კალათაში იქნება გუნდი. კალათები შედგება რეიტინგის მიხედვით. აგვისტოს რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 97-ე ადგილზეა, ევროპაში კი – მე-40. დღეს რომ განაწილდნენ გუნდები, საქართველო მე-5 კალათაში მოხვდებოდა, მაგრამ წინ დროა... ჯერ ერთი, საფრანგეთთან ფრე მნიშვნელოვნად წაგვწევს წინ და წინ ასევე ფინეთთან მატჩია. გარდა ამისა, ნოემბერში, იმედია, ამხანაგური თამაშიც იქნება (ჯერ უცნობია, ვისთან). 

კიდევ ვიმეორებთ, ეს შესარჩევის იმ ფორმატის გათვალისწინებით, რომელსაც სავარაუდოდ, დაამტკიცებს კიდეც უეფა. თუმცა, დაველოდოთ 20 სექტემბერს და დუბროვნიკში გასამართ კონგრესს. 


0.11666