ფეხბურთი

17:05 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილმა კვლავ სასტარტოში ითამაშა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ” მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ხორვატულ “სპლიტს” 1:0 აჯობა.

ბუბა დაუშვილი ამჯერადაც უკრაინელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მის მსგავსად შესვენებამდე ითამაშა ლვოვში დაბადებულ-გაზრდილმა ამბროსი ჩაჩუამ. კიდევ ერთი უკრაინული პასპორტის მქონე ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა ევგენი ბოხაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა.

ანთალიაში ემზადება სპლიტის “ჰაიდუკი”, რომელმაც სპარინგში ავსტრიულ “შტურმს” 2:0 მოუგო. გიორგი ილურიძემ სპლიტელთა რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშა.

რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელმა ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ისრაელში შეკრებაზე ხარკოვის “მეტალისტთან” ამხანაგური შეხვედრით დაასრულა, რომელშიც 1:2 დამარცხდა. გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

0.11487