ფეხბურთი

14:03 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილმა “კარპატიში” ხანგრძლივი პაუზის მერე ითამაშა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ”, რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი იცავს, პირველ საკონტროლო მატჩში ყარაგანდის “შახტიორი” 2:0 დაამარცხა.

ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ყაზახების წინააღმდეგ პირველი ტაიმი ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში იყო ევგენი ბოხაშვილი, ხოლო ამბროსი ჩაჩუამ მეორე ტაიმი ჩაატარა. ეს უკანასკნელი 89-ე წუთზე გააფრთხილეს. შეგახსენებთ, რომ ბოხაშვილი და ჩაჩუა ქართული წარმოშობისანი არიან, მაგრამ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილნი.

კიდევ ერთი უკრაინული კლუბი “სევასტოპოლი”, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება, სპარინგში რუსეთის პირველი დივიზიონის “ლუჩ-ენერგიას” დაუზავდა.

მათე ღვინიანიძე “სევასტოპოლელთა” სასტარტოში იყო და შესვენების მერე შეცვალეს.

 

0.117078