ფეხბურთი

15:17 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილმა გურულს მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა უკრაინულმა ლვოვის “კარპატიმ”, სადაც ბუბა დაუშვილი ირიცხება, ამხანაგურ მატჩში ბელარუსის სოლგორკის “შახტიორი” დაამარცხა (2:0), რომელშიც სანდრო გურული ისინჯება.

დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, გურულმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მეორე ტაიმი ითამაშა. ჯერჯერობით “შახტიორში” მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი გარკვეული არაა.

სარანსკის “მორდოვიამ”, რომლის ღირსებასაც აკაკი ხუბუტია იცავს, რუსეთის ნაციონალური დივიზიის თასის გათამაშებაში მე-5 ადგილი დაიკავა. “მორდოვია” ძერჟინსკის “ხიმიკს” შეხვდა და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სარანსკელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ხუბუტია სასტარტოში იმყოფებოდა და შესვენების მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ტალინის “ფლორამ”, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, საკონტროლო შეხვედრა ფინეთის “ლახტისთან” ჩაატარა და 1:3 წააგო. ტალინელებში ზაქარია ბეგლარიშვილმა მეორე ტააიმი ითამაშა. მის მსგავსად მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა ირაკლი ლოგუა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

0.129776