ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის პირველ ნახევარში დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, პირველ გუნდთან ერთად თურქეთში მეორე შეკრებას გადის.
ლვოველებმა შეკრებაზე სერბეთის “რადთან” ჩაატარეს პირველი საკონტროლო მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა. დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მან 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
“კარპატიში” მეორე ტაიმი ჩაატარეს ამბროსი ჩაჩუამ და ევგენი ბოხაშვილმა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამდენი დრო დაკარგა ამ კაცმა უაზროდ. უფრო მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო წესით