ფეხბურთი

13:04 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი მოედანზე, ყენია ტრიბუნაზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველებმა ლევან ყენიამ და მურთაზ დაუშვილმა ახალი სეზონისთვის მზადება უკრაინულ ლვოვის “კარპატის” შემადგენლობაში დაიწყეს.

ორშაბათს ლვოველებმა პირველად ივარჯიშეს და კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი ლეგიონერებიდან წვრთნაში მხოლოდ დაუშვილი მონაწილეობდა. ყენია და ივან მილოშევიჩმა გარკვეული დისკომფორტი იგრძნეს, რის გამოც, თანაგუნდელების ქმედებებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, “კარპატიმ” ტრანსფერზე 19 ფეხბურთელი დააყენა, მათ შორის ქართველებიც. უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში არსებული ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, “კარპატის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა. თუმცა, მოთამაშეები კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ახალ პირობებზე კონტრაქტების გაფორმება არ სურთ. ისინი “კარპატიდან” კომპენსაციის გარეშე გაშვებას ითხოვენ.


 

0.118695