ფეხბურთი

16:07 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი “კარპატიში” ვარჯიშობს

ბუბა დაუშვილი უკრაინაშია და ლვოვის “კარპატის” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

შარშან ზაფხულში ლვოველებმა ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენეს, რადგან მან შემცირებულ ხელფასზე ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა.

ერთი პერიოდი ფეხბურთელი საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ შემოდგომაზე კვლავ ლვოვში დაბრუნდა და დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

შემდეგ, ის პირველ გუნდში დააბრუნეს და რამდენიმე მატჩში 18-კაციან განაცხადში შეიყვანეს, მაგრამ არ უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ საკლუბო კარიერაში პრობლემების გამო, 24 წლის ნახევარმცველმა ადგილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაკარგა, არადა, თემურ ქეცბაია სასტარტო შემადგენლობაში ფაქტობრივად მუდმივად ათამაშებდა.

0.120148