კალათბურთი

19:28 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დაუმარცხებელთა” მატჩის მოლოდინით...

 საკალათბურთო სუპერლიგის მეექვსე ტურში 4 დანიშნული მატჩიდან ასპარეზობების დაწყებამდე რთული არ იყო წყვილებში გამარჯვებული გუნდების დასახელება და საბოლოოდ ოთხივე წინასამატჩი პროგნოზი გამართლდა. “ბათუმმა”, “ქუთაისმა”, “დინამომ” და “სოხუმმა” იოლად მოახერხეს მეტოქეების ძლევა და ტურის შეხვედრებში მოგებულთა მთლიანმა საქულე უპირატესობამ ჯამში 138 პუნქტი შეადგინა.

“დინამოსა” და “შსს აკადემიას” დაპირისპირებისას დაძაბული მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე პერიოდები გამოდგა. საწყის მეოთხედში თამაში ბოლო წუთამდე ქულა-ქულაში მიდიოდა. დინამოელები მაქსიმუმ 2 ქულით გადიოდნენ წინ, ხოლო როდესაც ტაბლოზე პერიოდის დასკვნითი წამების ათვლა დაიწყო, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ხუთქულიანი ჰანდიკაპი მიიღო -19:14. მათთვის სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ პირველი მცირეხნიანი შესვენების წინ ფეხის ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ქეონ კარტერმა და მხოლოდ ექიმები გადაწყვეტენ, როდის დაუბრუნდება ამერიკელი ლეგიონერი პარკეტს.

მეორე მეოთხედის დასაწყისში “დინამო” 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა, აკადემიელებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს (28:27, როგავას ზუსტი სამქულიანის შემდეგ), შემდეგ მოწინააღმდეგის შეტევა ჩაჭრეს და ფარქვეშ შესულ ბექა ჩიკვილაძეს ბურთი კალათაში რომ მოეთავსებინა, დრაგან პეტრიჩევიჩის შეგირდებს წინ გასვლაც შეეძლოთ. არადა, იმ ეპიზოდში ჩიკვილაძეს კარგ პოზიციაში მყოფი ერთბაშად 2 პარტნიორისადმი გადაცემის გაკეთებაც შეეძლო... ამის შემდეგ შეხვედრის მიწურულამდე “დინამომ” თამაშის სადავეები მყარად იპყრო ხელთ და საბოლოოდ იოლ მოგებამდეც მიიყვანა საქმე.

მატჩის დეტალურ აღწერას არ შევუდგებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში “დინამო” მხოლოდ ექვსჯერ დაჯარიმდა, “შსს აკადემია” კი არბიტრებმა პერსონალური ფოლით 17-ჯერ დასაჯეს. დიდ შესვენებამდე დინამოელებმა 44 ქულა გააკეთეს, რომელთაგან 19 საჯარიმო ტყორცნებზე მოდის. ამასთან, მათ საჯარიმოს ხაზიდან 6 სროლა გააცუდეს და ეს უზუსტობები რომ არა, სხვაობა (13) კიდევ უფრო საგრძნობი იქნებოდა.

“სოხუმისა” და “მაკაბის” მატჩში ყველაფერი პირველსავე წუთებზე გადაწყდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ჯერ 9:0 გაიჭრა წინ, შემდეგ 15:2, 29:2 (!) და ნათელი გახდა, მოწინააღმდეგეები შეხვედრის დასასრულამდე მომდევნო პაექრობებზე ფიქრით თამაშობდნენ.

საქართველოს რიგით 23-ე საკალათბურთო ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებლად “დინამო” და “არმია” გამოდიან. მეშვიდე ტურში სწორედ ეს 2 გუნდი შეხვდება ერთმანეთს და წაუგებელ სვლას ირაკლი ხოშტარიას ან კოტე ტუღუშის გუნდი გააგრძელებს. არმიელები მეექვსე ტურში ისვენებდნენ და ძნელი სავარაუდოა, ორკვირიანი უთამაშებლობა როგორ აისახება მათ მომდევნო გამოსვლაზე. დინამოელებს რაც შეეხება, კარტერის დღეს მიღებული ტრავმა მათთვის მეტად არასასურველი მომენტია...

 

სუპერლიგის მეშვიდე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

29 ნოემბერი

“რუსთავი” – “შსს აკადემია”

“ბათუმი” – “მაკაბი”

30 ნოემბერი

“სოხუმი” – “ოლიმპი”

“დინამო” – “არმია”

 

ქ. თბილისი დინამო 85 - 49 შსს აკადემია 25.11.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
დინამო 19 25 23 18 85
შსს აკადემია 14 17 4 14 49
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 25:00 1 5 20 2 2 100 2 4 50 0 1 1 6 1 2 0 0 10
5 იოსებ ლეჟავა 08:31 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 0 0 0 0 2
6 ქიენ კარტერი * 08:05 1 2 50 0 0 0 1 2 50 0 0 0 0 1 0 1 0 3
7 ბესიკ ლეჟავა * 24:09 4 7 57.1 0 3 0 3 4 75 0 1 1 5 1 1 2 1 11
8 გიორგი ვახანია 05:23 0 2 0 0 1 0 0 0 0 1 1 2 0 0 0 1 0 0
9 იოსებ ბიბილური 06:18 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 1 2 1 2 0 0 0 2
10 ზეზვა ლილუაშვილი 15:00 2 2 100 0 2 0 0 0 0 0 3 3 0 0 1 2 0 4
11 სტევან მილოშევიჩი * 31:02 7 7 100 0 0 0 8 9 88.9 3 18 21 5 2 2 0 4 22
12 მილოშ პესიჩი 26:06 4 7 57.1 1 3 33.3 6 8 75 2 7 9 0 2 4 0 0 17
13 მიხეილ ჭოჭუა 23:19 3 3 100 1 2 50 2 2 100 0 0 0 1 0 0 0 0 11
15 ზვიად ანთაძე * 16:44 1 4 25 0 1 0 1 2 50 1 1 2 2 1 1 2 0 3
20 გიორგი ორმოცაძე 10:23 0 2 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0
0 4 4 0 0 0 0 0 0
25 45 55.56 4 15 26.67 23 31 74.19 8 39 47 21 10 11 10 5 85
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ბექა ჩიკვილაძე * 19:52 2 5 40 0 5 0 0 0 0 1 4 5 2 3 4 1 0 4
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 24:17 2 12 16.7 0 3 0 0 0 0 2 0 2 0 3 1 1 0 4
9 ილია ლონდარიძე * 22:45 5 9 55.6 0 0 0 2 2 100 5 1 6 2 2 2 0 0 12
11 ლერი კვანტალიანი 03:54 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
12 მერაბ მირზიაშვილი 10:00 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 2 3 0 1 2 0 1 2
14 ვილი ისიანი 11:31 1 4 25 1 2 50 0 0 0 2 4 6 0 0 0 0 0 5
15 ლევან ლოლიშვილი 10:33 1 2 50 0 2 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 2
20 აკაკი ლომოური 13:02 1 1 100 0 1 0 0 0 0 0 3 3 0 3 0 1 0 2
22 დავით უგრეხელიძე * 20:09 2 3 66.7 0 0 0 0 1 0 1 3 4 0 3 1 0 0 4
30 რევაზ როგავა * 29:00 2 6 33.3 1 5 20 2 2 100 1 2 3 1 4 1 2 0 9
32 ლევან გორდულაძე 06:46 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 0 0 0 0 0
33 კოკა ტომარაძე 28:11 1 6 16.7 1 4 25 0 0 0 1 3 4 1 1 0 0 0 5
0 1 1 0 0 0 2 0 0
18 52 34.62 3 23 13.04 4 5 80.00 14 26 40 6 21 14 5 1 49
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: გია სანაძე 

 

ქ. თბილისი სოხუმი 129 - 74 მაკაბი 25.11.13, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
სოხუმი 42 28 31 28 129
მაკაბი 15 9 24 26 74
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ნიკა მეტრეველი 20:00 6 8 75 1 3 33.3 1 4 25 2 6 8 2 2 1 0 0 16
5 პეტერ ივანიჩი * 20:00 0 0 0 3 3 100 0 0 0 0 2 2 10 2 2 6 0 9
7 ირაკლი ჩლაიძე 14:48 6 10 60 3 5 60 1 2 50 0 0 0 1 0 0 0 0 22
8 გელა კოპალიანი 12:23 1 2 50 0 2 0 0 0 0 2 2 4 0 1 1 1 0 2
11 გრიგოლ შვანგირაძე * 16:37 1 2 50 3 5 60 0 0 0 1 6 7 2 1 1 0 0 11
12 ირაკლი გაბისონია 06:00 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 1 2 0 0 0 0
13 რატი ბააკაშვილი 20:00 5 6 83.3 0 7 0 1 2 50 0 4 4 7 1 0 3 0 11
14 ვახტანგ ქადარია 19:41 1 3 33.3 1 3 33.3 0 0 0 3 8 11 4 1 3 0 2 5
21 სიმონს ჯერომე * 20:00 8 9 88.9 1 1 100 2 5 40 2 1 3 0 0 1 3 1 21
22 დავით დეკანოიძე 10:12 1 6 16.7 1 1 100 0 0 0 2 3 5 0 1 0 0 0 5
33 ბექა ბექაური * 20:00 4 8 50 0 2 0 0 0 0 0 4 4 1 1 0 1 1 8
55 ჯოშუა ჯეკსონი * 20:00 7 7 100 1 7 14.3 2 3 66.7 0 1 1 6 0 1 4 1 19
2 2 4 0 0 0 0 0 0
40 62 64.52 14 40 35.00 7 16 43.75 14 40 54 34 12 10 18 5 129
 
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 24:35 4 6 66.7 1 4 25 1 2 50 1 4 5 6 1 2 0 0 12
5 გელა გულმაგარაშვილი 04:48 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
6 სანდრო მეგენეიშვილი * 21:15 1 2 50 2 3 66.7 1 1 100 0 2 2 2 2 7 0 0 9
8 ლაშა ელბაქიძე 04:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0
9 მაიზერ რევაზაშვილი * 36:22 2 17 11.8 0 1 0 0 2 0 5 4 9 1 3 6 0 1 4
10 გუგა პატარაია 12:27 1 3 33.3 0 1 0 0 0 0 0 2 2 2 0 1 2 0 2
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 03:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 0
15 ლევან რევაზაშვილი * 40:00 1 7 14.3 6 12 50 4 4 100 0 11 11 2 2 5 0 1 24
21 გიორგი ფერიაშვილი * 40:00 9 16 56.2 0 1 0 0 2 0 5 9 14 0 4 3 0 2 18
22 ოთარ ბუთხუზი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი ნანიტაშვილი 12:17 1 4 25 1 4 25 0 0 0 0 2 2 2 0 1 1 0 5
4 2 6 0 0 0 1 0 0
19 56 33.93 10 26 38.46 6 11 54.55 15 38 53 15 13 28 3 4 74
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 ქუთაისი 6 5 / 1 541 / 408 11
2 დინამო 5 5 / 0 442 / 328 10
3 არმია 5 5 / 0 429 / 311 10
4 ბათუმი-რსუ 6 4 / 2 516 / 478 10
5 სოხუმი 5 2 / 3 394 / 338 7
6 შსს აკადემია 5 2 / 3 340 / 372 7
7 ოლიმპი 5 1 / 4 378 / 428 6
8 მაკაბი 6 0 / 6 418 / 640 6
9 რუსთავი 5 0 / 5 298 / 453 5

http://superleague.ge/-ს სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0937