რაგბი

19:56 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ ორია

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” მეორე ტურის შემდეგ, ქართველი ლეგიონერების რვა გუნდიდან დაუმარცხებელი მხოლოდ ორი დარჩა.

პირველ ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” ირლანდიაში “ლენსტერს” ეწვია და 7:19 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა. შეხვედრას 18500 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლებს საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. სადებიუტო 17 წუთში ირლანდიელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც 32-ე წუთზე დანიშნული შერკინების შემდეგ “კასტრმა” ლელოთი უპასუხა და გარდასახვაც გამოიყენა. 61-ე წუთამდე 2-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა, მერე “ლენსტერმა” ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა, ექვს წუთში ერთი ჯარიმაც მიითვალა და 19:7 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ დასკვნითი 25 წუთიდან 20 “კასტრმა” კაცნაკლულმა ითამაშა. ფრანგებს 4 ქულა დარჩათ, მე-3 ადგილამდე დაქვეითდნენ და მომდევნო მატჩში 6 დეკემბერს უელსურ “ოსპრეიზს” უმასპინძლებენ.

მე-2 ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს იყო თასის მფლობელი, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი”, მაგრამ უელსში “კარდიფისგან” საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ლელო-გარდასახვა გაუშვა და 15:19 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. მიუხედავად მარცხისა, ფრანგებმა პრემიალური ქულა აიღეს, 6 ქულით ჯგუფის ლიდერებად რჩებიან და ინგლისურ “ექსეტერს” დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ. მომავალ ტურში “ტულონი” 7 დეკემბერს სწორედ ინგლისს ეწვევა.

III ჯგუფში დაუმარცხებელია ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელიც ერთი კვირის წინ “ძებრეს” ძლევის შემდეგ ინგლისში “სერასინსს” ეწვია და 61248 მაყურებლის თვალწინ 17:16 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები ტრავმირებულები არიან და განაცხადში არ იყვნენ. ინგლისელებმა ტაიმი 13:7 მოიგეს და მერე მონაგარი 3 ქულით გაზარდეს, მაგრამ ფრანგებმა 66-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო კიდევ სამ წუთში ლელო-გარდასახვა გაიტანეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. “ტულუზას” 9 ქულა აქვს, ჯგუფის ლიდერია და 8 დეკემბერს ირლანდიურ “კონახტს” მასპინძლობს.

IV ჯგუფში დაუმარცხებელია დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო”, რომელიც “სკარლეტს” უელსში ეწვია და 26:26 დაუზავდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. ამავე ჯგუფში დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ინგლისურ “ჰარლექუინსს” უმასპინძლა და 23:16 იმარჯვა. ქართველმა პირველხაზელმა ერთი კვირის წინ ტრავმა მიიღო და განაცხადში არ იყო. ფრანგებს 25 წუთში სამი ლელო ჰქონდათ გატანილი და 20:6 იგებდნენ, მაგრამ მეოთხე, პრემიალური ლელო ვერ დადეს. “რასინგ მეტროს” 6 ქულა აქვს და ჯგუფს “სკარლეტსთან” ერთად ლიდერობს, ხოლო “კლერმონი” 5 ქულით მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში 7 დეკემბერს “კლერმონი” “სკარლეტს” მასპინძლობს, ხოლო “რასინგ მეტრი” “ჰარლექუინსს” დაუხვდება.

V ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ირლანდიურ “ოლსტერს” უმასპინძლა და 8:25 დამარცხდა. ტრავმამოშუშებული გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა. ტრავმა მოიშუშა და შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა ნარიაშვილმა. “მონპელიეს” 4 ქულა დარჩა და მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ინგლისში “ლესტერს” 8 დეკემბერს ეთამაშება.

VI ჯგუფში გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგს” უმასპინძლა, 31:14 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ბასილაია შოტლანდიელთა განაცხადში არ იყო, ჟღენტმა პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა. “პერპინიანი” 6 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ედინბურგი” 4 ქულით მე-3 საფეხურზეა. 8 დეკემბერს ფრანგები ირლანდიაში “მანსტერს” ეთამაშებიან, ხოლო შოტლანდიელები ინგლისურ “გლოსტერს” მასპინძლობენ.

 

2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. II რაუნდი

I ჯგუფი

ლენსტერი (ირლანდია) - კასტრი (საფრანგეთი) 19:7

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ოსპრეიზი (უელსი) 27:16

 

1    ლენსტერი                               2          2         0         0        38-16      8            
2 ნორთჰემპტონი   2 1 0 1 40-35  5
3 კასტრი   2 1 0 1 26-32  4
4 ოსპრეიზი 2 0 0 2 25-46 0

 

მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი

კასტრი - ოსპრეიზი

ნორთჰემპტონი - ლენსტერი

II ჯგუფი

კარდიფი (უელსი) - ტულონი (საფრანგეთი) 19:15

გლაზგო (შოტლანდია) - ექსეტერი (ინგლისი) 20:16

1      ტულონი                    2         1        0          1         66-47          6           
2 ექსეტერი 2 1 0 1 60-49 6
3 კარდიფი 2 1 0 1 48-59  5
4 გლაზგო 2 1 0 1 48-67

5

 

მომდევნო ტური. 6-7 დეკემბერი

კარდიფი - გლაზგო

ექსეტერი - ტულონი

III ჯგუფი

სერასინსი (ინგლისი) - ტულუზა (საფრანგეთი) 16:17

ძებრე (იტალია) - კონახტი (ირლანდია) 6:33

1      ტულუზა                  2            2         0           0         55-21          9            
2 კონახტი 2 1 0 1 50-29 5
3 სერასინსი 2 1 0 1 39-34  5
4 ძებრე   2 0 0 2 11-71 0

 

მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი

ძებრე - სერასინსი

ტულუზა - კონახტი

IV ჯგუფი

სკარლეტსი (უელსი) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 26:26

კლერმონი (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 23:16

1      სკარლეტსი                 2         1          1           0          59-52       6             
2 რასინგ მეტრო  2 1 1 0 39-35 6
3 კლერმონი  2 1 0 1 32-29 5
4 ჰარლექუინსი  2 0 0 2 42-56 2

 

მომდევნო ტური. 7 დეკემბერი

კლერმონი - სკარლეტსი

რასინგ მეტრო - ჰარლექუინსი

V ჯგუფი

ლესტერი (ინგლისი) - ბენეტონი (იტალია) 34:3

მონპელიე (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია) 8:25

1      ოლსტერი                 2          2           0            0          47-24             8              
2 ლესტერი 2 1 0 1 50-25 6
3 მონპელიე 2 1 0 1 35-35 4
4 ბენეტონი 2 0 0 2 13-61   0

 

მომდევნო ტური. 7-8 დეკემბერი

ოლსტერი - ბენეტონი

ლესტერი - მონპელიე

VI ჯგუფი

მანსტერი (ირლანდია) - გლოსტერი (ინგლისი) 26:10

პერპინიანი (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 31:14

1      პერპინიანი                     2            1           0           1        53-41           6            
2 მანსტერი  2 1 0 1 49-39 5
3 ედინბურგი 2 1 0 1 43-54   4
4 გლოსტერი 2 1 0 1 37-48  4

მომდევნო ტური. 8 დეკემბერი

მანსტერი - პერპინიანი

ედინბურგი - გლოსტერი

 


0.166338