ჭადრაკი

22:29 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ ძაგნიძე და იფანია

ქალთა შორის გრან პრის გათამაშების მე-5 ეტაპს 6 ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ქალთა შორის ნანა ძაგნიძე და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანიღა შემორჩა. ამ უკანასკნელს 4.5 ქულა აქვს, რომელსაც ძაგნიძე ნახევარი ქულით ჩამორჩება. მე-6 ტურში იფანმა თანამემამულე ჟუ ვენჟუნს მოუგო, რომელიც მანამდე მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. რაც შეეხება ძაგნიძეს, ქართველმა მოჭადრაკემ შავებით ტურნირის კიდევ ერთი ჩინელი მონაწილე ჟაო ქსიუ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნანამ მიმდინარე ტურნირში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

მე-7 ტურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ ტურში მე-5 ეტაპის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ძაგნიძე და იფანი დაუპირისპირდებიან.

მე-6 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ანტოანეტა სტეფანოვა - ელინა დანიელიანი 0.5:0.5

ნაფისა მუმინოვა - ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1

ბელა ხოტენაშვილი - ანა მუზიჩუკი 0:1

ჰამპი კონერუ - ჰარიკა დრონოვალი 1:0

ჟაო ქსიუ - ნანა ძაგნიძე 0:1

ჰოუ იფანი - ჟუ ვენჟუნი 1:0

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

1. იფანი - 5.5 ქულა

2. ძაგნიძე - 5

3-4. ვენჟუნი, მუზიჩუკი - 4-4

5-6. დრონოვალი, კონერუ - 3-3

7-8. სტეფანოვა, დანიელიანი - 3-3

9. კოსტენიუკი - 2

10-11. ქსიუ, ხოტენაშვილი - 1-1

12. მუმინოვა - 0.5

 

26 ივნისი. მე-7 ტური

ვენჟუნი - სტეფანოვა

ძაგნიძე - იფანი

დრონოვალი - ქსიუ

მუზიჩუკი - კონერუ

კოსტენიუკი - ხოტენაშვილი

დანიელიანი - მუმინოვა

0.116864