ჭიდაობა

18:56 | 12.09.2014 | ნანახია 0 - ჯერ

დათუნაშვილი მე-5 ადგილს დააჯერეს

 

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და მედლების ორი კომპლექტი გაათამაშეს. ჩემპიონ-პრიზიორები 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით, საქმეში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტები, ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო. დათუნაშვილს მიზნამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა, გეგეშიძეს – ორი.

ძირითად ბადეში ზურაბ დათუნაშვილმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩის (8:0), ბელარუსი ვალერი პალენსკის (4:2), ბულგარელი იავორ დიმიტროვ იანაკიევისა (2:2) და ინდოელი გურპრეტ სინგხის (7:5) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში სომეხ არსენ ჯულფალაკიანთან დამარცხდა (0:1) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ბრინჯაოს ბედი ქართველი მოჭიდავის ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა.

ვლადიმერ გეგეშიძემ ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ირანელ სამან ტაჰმასებისთან წაგებით და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, გეგეშიძეს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წევრ რამსინ აზიზსირს ვერ აჯობა და ჩემპიონატი მე-7 ადგილით დაასრულა.

 

ჭიდაობა

მსოფლიო ჩემპიონატი

ტაშკენტი

12 სექტემბერი

ბერძნულ-რომაული

 

75 კგ

1 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)

2 ნევენ ზუგაჟი (ხორვატია)

3 ენდრიუ ტომას ბისეკი (აშშ)

3 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)

5 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

 

85 კგ

1 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)

2 სამან ტაჰმასები (აზერბაიჯანი)

3 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

3 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)

7 ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)

 

ვასილ მშვილდაძე


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:24 | 09.09.2014
r.f. (227)

ოდიკაძეს აღარ აქვ რეპეშაჟის შანსი?
გაზიუმოვო ფინალში რომ გავიდეს?

14:50 | 09.09.2014
BEERTRANCE (97819)

თუ გავიდა გაზიუმოვი ფინალში მაშინ კი

13:53 | 09.09.2014
arsenal-14 (2185)

გაუჭირდება ბრინჯაო, ამერიკელს ხვდება მაგრამ იმედია თავისუფლად იჭიდავებს. ბრინჯაოს დიდი მიღწევა იქნება

14:00 | 09.09.2014
I.Arqania (558)

საიდან მოიტანე ამერკელს რომ ხვდება ეგ არავინ არ იცცის ჯერ რეპეშაჟებია,მაგრამ ამერიკელი მაინც არ შეხვდება ბადის იქეთა მხარე იყო

13:53 | 09.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

ცუდია არაუშავს 3 ადგილიც კაია მარ აგუშინ რაცრ მარსაგიშვილს გაუკეთეს ვერ მომინელებია მაგარი ილეთი იყო ის 4 ქულიანი

13:52 | 09.09.2014
BEERTRANCE (97819)

ვიქონიოთ იმედი რომ ბრინჯაოს აიღებს

13:47 | 09.09.2014
shotaminashvili2 (528)

ეს მართლა არ იყო წასაგები, შეეზლო აშაკარად მოგება. ალბათ თავდაჯერება აკლდა

13:38 | 09.09.2014
BEERTRANCE (97819)

რა ჭირთ ნეტა ფეხში შედიან და ვერაფერს შვებიან.

13:38 | 09.09.2014
BEERTRANCE (97819)

დასანანი მარცხი ისევ

13:37 | 09.09.2014
tiko (6769)

ეხ არა რა არ არის ჩვენი საშველი არაფერი

13:35 | 09.09.2014
Beso Guruli (44)

რომელზეა ნახევარფინალები????

13:30 | 09.09.2014
BEERTRANCE (97819)

იწყება ნახევარფინალი, წარმატბები

0.062606