ჭიდაობა

15:11 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაშვილი და გეგეშიძე მეოთხედფინალში გავიდნენ

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები - ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე მეოთხედფინალში გავიდნენ.

დათუნაშვილმა უნგრელ ბალინტ კორპასს ორ რაუნდში – 1:0 3:1 აჯობა, გეგეშიძე კი ასევე ორ რაუნდში გაუსწორდა რუმინელ ანდრიან მოკანუს – 1:0, 6:0.

მეოთხედფინალში ზურაბ დათუნაშვილის მეტოქე ხორვატი ბოზო სტარჩევიჩი იქნება. ვლადიმერ გეგეშიძე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ბულგარელ ხრისტო მარინოვს დაეჭიდება.

რამდენიმე წუთში თავის მერვედფინალურ შეხვედრას მანუჩარ ცხადაიაც (66 კგ) ჩაატარებს, ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან.

0.212046