ფეხბურთი

11:35 | 15.12.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დატოვებს ტელო ,,ბარსელონას’’?

კატალონიის ,,ბარსელონას’’ შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ტელო, შესაძლოა, ,,ლივერპულში’’ გადაბარგდეს. აღნიშნულ ცნობას Sky Sports-ი ავრცელებს, თავად  ფეხბურთელი კი მის შესაძლო ტრანსფერს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბედნიერია ,,ბარსელონაში’’ ყოფნით.

,,კლუბიდან წასვლაზე არ ვფიქრობ. ,,ბარსელონას’’ ვეკუთვნი და ამ ეტაპზე არც ერთ კლუბთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. ამიტომ ჩემს შესაძლო ტრანსფერზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, თუმცა მსურს მეტი სათამაშო დრო მქონდეს და შესაბამისად მეტად დავეხმარო კლუბს.’’

,,რაც შეეხება პოტენციალის გამოვლენას, ვფიქრობ ტატა მარტინოს კარგად მოეხსენება ჩემი შესაძლებლობების შესახებ და ვფიქრობ, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს’’_განაცხადა ტელომ.

22 წლის ფეხბურთელი ,,ბარსელონას’’ სკოლის აღზრდილია. გარკვეული პერიოდი ,,ესპანიოლის’’ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა და ,,ესპანიოლის’’ დუბლებშიც ირიცხებოდა. 2010 წელს “ბარსელონას” დაუბრუნდა, პირველ გუნდში თამაში კი პეპ გვარდიოლას  მწვრთნელობისას დაიწყო.

დიმიტრი შარიქაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:42 | 18.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ჯიჯის პენსიაზე ყოფნა სადმე ჩინეთში ან ამერიკაში უფრო ერჩია ჩემი აზრით. მაგრამ თვითონ ალბათ ლიგა არ ასვენებს და გულის სიღრმეში მაინც ოცნების ახდენა უნდა, თუნდაც ეს ლივერთან ერთად იყოს.

0.065857