კალათბურთი

13:17 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დატომეს “ბარსელონას” ნბა-ში თამაში ურჩევნია

დეტროიტ პისტონზის” და იტალიის ნაკრების კალათბურთელი ლუიჯი დატომე ესპანური “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად აპენინელმა ფორვარდმა გააკეთა.

“ნბა-ში მინიმუმ ერთი სეზონის გატარება კიდევ მსურს. ორწლიანი კონტრაქტიც იმიტომ გავაფორმე, რომ კარგად ვიცოდი, პირველივე სეზონში საუკეთესო თამაშის ჩვენება ძალიან გამიჭირდებოდა. სასიხარულოა, რომ შენით ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული გრანდი ინტერესდება, თუმცა, მე და ჩემი აგენტი ნბა-ში დარჩენისკენ ვიხრებით”.

ცნობისთვის, გასულ სეზონში დატომემ “დეტროიტის” მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 7 წუთს ატარებდა.

0.130648