ფეხბურთი

21:42 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დასჯილმა კლუბებმა სააპელაციო კომიტეტში სარჩელი შეიტანეს

 

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ იმ 5 კლუბის სია გამოქვეყნდა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში. მხოლოდ ის 5 კლუბი დასახელდა, რომლებიც სამჯერ (ან მეტჯერ) მოხვდნენ უეფას რეპორტში.

5 მატჩში შემჩნეული ბოლნისის “სიონი” 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, “მერანი” და “დილა” 23-23 ათასით (4 საეჭვო მატჩი), ხოლო “მეტალურგი” და ფოთის “კოლხეთი” 20-20 ათასით (3 საეჭვო მატჩი).

ხუთივე კლუბმა, დღეს სარჩელი შეიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში. კლუბების ხელმძღვანელების პოზიცია ასეთია:

“ჩვენ ვითანამშრომლებთ ფედერაციასთან და პროკურატურასთანაც, რათა გამოვლინდნენ დამნაშავეები, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ დაუმტკიცებელი ბრალდებაა. კონკრეტიკას ველოდებით”.

კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ კონკრეტული პირები უნდა გამოვლინდნენ, თუ ვინ ითბობდა ხელს ამ გარიგებებით და ტოტალიზატორში მოგებული თანხით. რეალურად, როცა ორი კლუბი თამაშობს და მესამე, გარეშე პირი დიდ ფულს იგებს მატჩის ამა თუ იმ ფსონზე დადებით, უნდა გამოვლინდეს. სად გამოიგზავნა ეს ფული, ვინ აიღო – სწორედ ამის გარკვევას მოითხოვენ კლუბები.

0.119149