სტატიები

10:27 | 18.04.2011 | ნანახია 6741 - ჯერ

დასასრულის მოლოდინში

თვეზე ოდნავ მეტი და XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება. დროის ეს მონაკვეთი, იმ 6 მატჩის სათამაშოდ ჩანს ცოტა, უმაღლესი ლიგის გუნდების უმეტესობას რომ აქვს გასამართი, თორემ ბედისგან გამორჩეულებს, რვის ჩატარება რომ უწევს, ესეც ცნობილია. მოკლედ, არც მონაწილეებს და არც მათ ქომაგს, რომ იტყვიან, ხეირიანად დასვენების საშუალება არ აქვთ.
ქვემოთ, შევეცდებით, საკვანძო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების დარჩენილი შეხვედრები მიმოვიხილოთ და ამით გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ, ვის რისი შანსი დარჩა.
დავიწყოთ მოწინავე სამეულით, რომლის ყველა წარმომადგენელს ჩემპიონობის მეტ-ნაკლები შანსი აქვს.
უკეთეს სიტუაციაშია “ზესტაფონი”. გუნდს 63 ქულა აქვს და პოტენციურად ყველაზე ახლოს მყოფ ”დინამოს” (თუმცა, თბილისელებს გამოტოვებული 2 მატჩი, ჯერაც მოსაგები აქვთ), 4 ქულით უსწრებს. ამ უპირატესობის გარდა, იმერლებს, ძირითადი შემადგენლობის თანაბარძალოვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სათადარიგოების ყოლის ფუფუნებაც გააჩნიათ. ასეთ პოლიტიკას ადგას წლების განმავლობაში საკლუბო მენეჯმენტი და მწვრთნელიც ისეთი ხელმძღვანელობს ამ პროცესს, ღირსეული ცვლის ყადრი რომ იცის.
“ზესტაფონისთვის” ყველა დარჩენილ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ამათგან, დამდეგ შაბათს რუსთავში სტუმრობა გადამწყვეტ ხასიათს ატარებს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილთათვის, “ოლიმპი” დღემდე უახლოეს მდევრად ითვლება, მაგრამ ამ გუნდში საქართველოს მომავალი ჩემპიონის დანახვა, საკმაოდ ბუნდოვან პერსპექტივად გვესახება. შემდგომ, “ზესტაფონი” “ბაიას” უმასპინძლებს, მერე ფოთში “კოლხეთთან” მოუწევს სტუმრად თამაში, შინ “სამტრედიას” დახვედრა, ბოლნისში “სიონთან” დუელი და ბოლოს, “დავით აბაშიძეზე” “ვიტ ჯორჯიასთან” ურთიერთობის გარკვევა.
ამ მატჩების გარდა, იმერლებს თასის ნახევარფინალში, ქუთაისის “ტორპედოსთან” მოუწევთ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მისაღებად პაექრობა (ცხრამეტ აპრილს სტუმრად, ოთხ მაისს - შინ). ერთთვიან ციკლში 8 მატჩის ჩასატარებლად, გუნდის ფიზიკურად მომზადება იმერელთა გამოცდილ სამწვრთნელო შტაბს არ უნდა გაუჭირდეს.
ამ მხრივ, ცოტა სხვაგვარადაა საქმე მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც უმაღლესი ტიტულისთვის მებრძოლ “ოლიმპში”. ჯერ ერთი, რუსთაველებს მხოლოდ 6 საჩემპიონატო (თასისთვის ბრძოლას, ისინი შემოდგომაზე “ზესტაფონმა” ჩამოაშორა - 3:0, 0:0) მატჩი აქვთ ჩასატარებელი და ამ “კომპონენტში” უკეთესი სიტუაცია აქვთ. გუნდის მმართველ ჯგუფს რაც შეეხება, ისიც ისეთივე ახალბედაა ქართულ ფეხბურთში, როგორც კლუბის ახლებური მენეჯმენტი. გამოცდილებას კი, მართვაში, გადამწყვეტი თუ არა, ძირითადი ადგილი უკავია.
ოცდასამ აპრილს, ზესტაფონელთა მასპინძლობის შემდეგ, ქვემოქართლელებს წინ 2 გასვლითი მატჩი აქვთ - ჯერ გორში, ცხინვალის “სპარტაკთან”, მერე კი, ზუგდიდში - “ბაიასთან”. ამის შემდეგ, რუსთავს “კოლხეთი” ეწვევა, რასაც “ოლიმპელთა” სამტრედიაში სტუმრობა მოჰყვება. “სიონთან” რუსთავში გამართული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, ადგილობრივი მნიშვნელობისა კი იქნება, მაგრამ საამსეზონო 3 შეხვედრიდან ორის ბოლნისელთა მიერ მოგება (2:1, 1:0), თანარეგიონელთა არცთუ ტკბილ დამოკიდებულებაზე რომ მეტყველებს, აშკარაა.
ჩემპიონობაზე ზესტაფონელთა ძირითად მოცილედ თბილისის “დინამოს” მივიჩნევთ. ამ მხრივ, ათ აპრილის “ზესტაფონი”-“დინამო” (1:0) საკვანძო შეხვედრად “მოინათლა”, თუმცა, როგორც ითქვა, გუნდებს საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში 8-8 მატჩი აქვთ გასამართი და ვის სად დაუცდება ფეხი, არავინ უწყის.
“დინამოს”, “ზესტაფონთან” ათქულიანი ჩამორჩენის შემცირება, უპირველესად, გამოტოვებული მატჩების (ცხრამეტ აპრილს “ბაიასთან”, 27-ში - “ვიტ ჯორჯიასთან”) მოგების ხარჯზე შეუძლია. მიიჩნევენ, რომ თბილისურ გუნდს, თავს არც ერთი შეაკლავს და არც მეორე. სხვათა შორის, ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი, “ბაიას” და “ვიტ ჯორჯიას” დასკვნითი წრის გრაფიკით გათვალისწინებულ დღეებშიც ეთამაშება. დარჩენილ მეტოქეებს რაც შეეხება, მათ უმეტესობას (“კოლხეთი”, “სიონი”, “ტორპედო”) კახა კაჭარავას გუნდი მასპინძლობს. ერთადერთი “მძიმე” გასვლითი პაექრობა, 8 მაისს, თბილისელებს სამტრედიაში ელით.

ასევე საინტერესო ბრძოლებს უნდა ველოდეთ მე-4 ადგილის დასაკავებლად. თუმცა, ცხრილის ამ საფეხურზე გასვლას, სტრატეგიული მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ენიჭება, თუ თასს ისეთი გუნდი მოიპოვებს, რომელიც ჩემპიონატს პრიზიორის რანგში დაამთავრებს. მოგეხსენებათ, დავით ყიფიანის თასისთვის პაექრობას, ასეთი შანსის მქონე, მხოლოდ “ზესტაფონი” შემორჩა. მასთან ერთად წყვილშია ქუთაისის “ტორპედო”, მეორე ნახევარფინალის მეტოქეები კი, “ვიტ ჯორჯია” და პირველი ლიგის ლიდერი “გაგრაა”.
ამრიგად, 1) თუ თასი ზესტაფონელებმა მოიგეს და ჩემპიონატი პირველ ადგილზე ვერ დაამთავრეს, ევროლიგის საგზურს მე-4 ადგილზე გასული გუნდი დაეუფლება.

2) ზესტაფონელთა ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შემთხვევაში, ევროლიგაზე ფინალისტი ითამაშებს. აღნიშნული დაგვიდასტურეს სფფ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებაში, საფუძველი კი, უეფას საევროტურნირო რეგულაციები გახლავთ. აქვე გვითხრეს, რომ აღნიშნული რეგულაციების ახალი ვარიანტი ყოველი წლის მაისის შუა რიცხვებში ქვეყნდება და სწორედ მის მიხედვით ირჩევა ევროტურნირებზე უეფას წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ვინაობა.

ვიმეორებთ - თუ უეფაში რამე არ შეიცვალა, ზესტაფონელთა ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შემთხვევაში, ევროლიგაზე ფინალისტი ითამაშებს.

წარმატებული ბოლო ტურების ფონზე, ქუთათურებს მე-4 ადგილის დაუფლების უკეთესი შანსი აქვთ. ჯერ ერთი, ისინი მდევრებს უსწრებენ; მეორეც, უშუალო კონკურენტ “ვიტ ჯორჯიასთან” იმერეთში აქვთ სათამაშო. ამას გარდა, “ტორპედო” შინ აუტსაიდერებს - “სამტრედიას” და “სპარტაკს” იღებს. გია გიგატაძის შეგირდებს, გასვლაზე “კოლხეთთან”, “სიონთან” და თბილისის “დინამოსთან” უწევთ დაპირისპირება.
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი შეხვედრაა მოსადუნებელი არაა, მაგრამ მეოთხეობაზე რიონისპირელთა ძირითად კონკურენტებს, უფრო მეტი ოფლისღვრა რომ მოუწევთ, ქვემოდანაც ჩანს. “ვეტერინარებს” 3 იმერული გასვლა ელით (სამტრედიაში, ქუთაისსა და ზესტაფონში), თუმცა, იოლი არც “სიონთან” და “სპარტაკთან”, საკუთარ თუ ნათხოვარ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში იქნება.
“ბაიას” წინ რომ 2 “დინამოური” დაპირისპირება ელის, ზემოთ ვწერდით. ამას გარდა, ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებს სტუმრად “ზესტაფონთან” და შინ “ოლიმპთან” დაპირისპირება ელით. ფოთში, “კოლხეთთან” მძიმე ორთაბრძოლამდე, ზუგდიდელებს “სპარტაკთან” უწევთ უცხო მოედანზე თამაში, ბოლოს კი, საკუთარ “გულია თუთბერიძეზე” “სამტრედიას” დაუხვდებიან.
ჯერჯერობით, ცხრილის ქვედა ნაწილში გუნდების საბოლოო განლაგებაც არაა იოლად გამოსაცნობი. ბოლო ოთხ გუნდს შორის, ყველაზე უკეთეს დღეში ბოლნისელები არიან, რომლებმაც ბოლო 4-დან 3 მატჩის მოგებით, ზედა ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც კი მიიღეს. თეორიული იმიტომ, რომ “სიონს” სეზონის დასკვნითი მატჩები მოწინავეებთან აქვთ გასამართი - შინ “ტორპედოსა” და “ზესტაფონთან”, “დინამოსა” და “ოლიმპთან” კი, სტუმრად.
მოგეხსენებათ, ცხრილის ბოლო 2 გუნდი პირველ ლიგაში “ავტომატურად” დაქვეითდება, მე-8 ადგილზე გასულ გუნდს კი, პირველ ლიგაში მე-3 ადგილზე გასულთან ერთმატჩიანი გადათამაშების შედეგი უტოვებს გადარჩენის შანსს.
ქვედა 3 გუნდიდან, მეტნაკლებად უკეთესი კალენდარი ცხინვალის “სპარტაკს” აქვს, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას გაწვრთნილებს, ქულები არ აქვთ დღეისათვის იმდენი (26), დამშვიდების საშუალება რომ ექნეთ.
შიდაქართლელთა კალენდარი ოპტიმისტური იმითაა, რომ მოწინავე სამეულიდან მათ მხოლოდ რუსთავის ”ოლიმპთან” გორში თამაში უწევთ. ამას გარდა, მე-8 ადგილისთვის უშუალო ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ფოთის ”კოლხეთს”, ”სპარტაკი” ბოლო ტურში (22 მაისს) მასპინძლობს.
ფაზისელებს რაც შეეხებათ, ისინი 23 აპრილიდან ზედა ოთხეულის წარმომადგენლებს (“ტორპედოს” შინ, “დინამოს” სტუმრად, “ზესტაფონს” შინ, “ოლიმპს” სტუმრად) ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან. მათთვის უპრინციპულესი იქნება, ფოთში თვრამეტ მაისს გასამართი რეგიონული დერბი “ბაიასთან”. თუ “კოლხეთს” ბოლო ტურამდე საკმარისი ჰანდიკაპი ექნა, “სპარტაკთან” უშუალო დუელს მხოლოდ სტატისტიკური მნიშვნელობა ექნება, თუ არა და - გორში (სადაც ცხინვალელები საშინაო შეხვედრებს ატარებენ) გასამართი აუტსაიდერთა დუელი, გაზრდილი რისკის კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ.
დაგვრჩა, ქართული ათეულის ბოლო გუნდი “სამტრედია”, რომლის დარჩენილი შეხვედრების კალენდარს კაცი “კამფეტივით ტკბილს” ნამდვილად ვერ უწოდებ. თუმცა, იმერლებს სიურპრიზების შემოთავაზება რომ შეუძლიათ, ეს აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს. “ეროსი მანჯგალაძეზე” სტუმრობა უწევს ჩემპიონატის ორივე თბილისურ გუნდს (“ვიტ ჯორჯია”, “დინამო”) და რუსთავის “ოლიმპს”. გასვლით მატჩებს რაც შეეხება, ფინანსური თვალსაზრისით, იგი ლევან ანჯაფარიძის დარიგებულთათვის მთლად წამგებიანი არაა - “სამტრედია” იქვე, ახლოში მყოფ “ტორპედოს”, “ზესტაფონს” და ზუგდიდის “ბაიას” ეწვევა.

 

დარჩენილი მატჩების კალენდარი

 

19 აპრილი, სამშაბათი
XXII ტურის გამოტოვებული მატჩი
“დინამო” - “ბაია”
თასი, 1/2-ფინალი. პირველი მატჩები
“გაგრა” - “ვიტ ჯორჯია”
“ტორპედო” - “ზესტაფონი”

XXXI ტური, 23 აპრილი, შაბათი
“ოლიმპი” - “ზესტაფონი”
“სამტრედია” - “ვიტ ჯორჯია”
“სიონი” - “სპარტაკი”
“ბაია” - “დინამო”
“კოლხეთი” - “ტორპედო”

27 აპრილი, ოთხშაბათი
XXVI ტურის გამოტოვებული მატჩი

“დინამო” - “ვიტ ჯორჯია”

XXXII ტური, 30 აპრილი, შაბათი
“ტორპედო” - “სამტრედია”
“სპარტაკი” - “ოლიმპი”
“ვიტ ჯორჯია” - “სიონი”
“ზესტაფონი” - “ბაია”
“დინამო” - “კოლხეთი”

4 მაისი, ოთხშაბათი
თასი, 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

“ვიტ ჯორჯია” - “გაგრა”
“ზესტაფონი” - “ტორპედო”

XXXIII ტური, 8 მაისი, კვირა
“ბაია” - “ოლიმპი”
“კოლხეთი” - “ზესტაფონი”
“ვიტ ჯორჯია” - “სპარტაკი”
“სამტრედია” - “დინამო”
“სიონი” - “ტორპედო”

XXXIV ტური, 14 მაისი, შაბათი
“ზესტაფონი” - “სამტრედია”
“დინამო” - “სიონი”
“სპარტაკი” - “ბაია”
“ტორპედო” - “ვიტ ჯორჯია”
“ოლიმპი” - “კოლხეთი”

XXXV ტური, 18 მაისი, ოთხშაბათი
“სამტრედია” - “ოლიმპი”
“სიონი” - “ზესტაფონი”
“ტორპედო” - “სპარტაკი”
“კოლხეთი” - “ბაია
“ვიტ ჯორჯია” - “დინამო

XXXVI ტური, 22 მაისი, კვირა
“ოლიმპი” - “სიონი”
“ზესტაფონი” - “ვიტ ჯორჯია”
“სპარტაკი” - “კოლხეთი”
“ბაია” - “სამტრედია”
“დინამო” - “ტორპედო”

თასი, ფინალი
26 მაისი, ხუთშაბათი

 

გუნდი
1 ზესტაფონი 30 19 6 5 55-15 63
2 ოლიმპი 30 17 6 7 42-24 57
3 დინამო 28 15 8 5 40-14 53
4 ტორპედო 30 10 11 9 21-18 41
5 ვიტ ჯორჯია 29 12 3 14 29-33 39
6 ბაია 29 11 5 13 26-37 38
7 სიონი 30 9 8 13 23-34 35
8 კოლხეთი 30 8 8 14 18-37 32
9 სპარტაკი 30 6 8 16 27-37 26
10 სამტრედია 30 6 7 17 23-55 25

 

შენიშვნები:
•    გათამაშების რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
•    ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 15, გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო) - 13 (2 პენალტით), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 12 (1), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 12 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 10, ალექსანდრე კოშკაძე (დინამო) - 7, ლევან ხმალაძე (დინამო) - 7 (3), ზვიად მეტრეველი (სპარტაკი) - 6, გიგა ბეჭვაია (ვიტ ჯორჯია) - 6.

          
ფრიდონ კერვალიშვილი

 


კომენტარები (28)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:35 | 18.04.2011
adgjl (1990)

არ ვიცი ეს ბოლო ორი ტური ჯერ ზესტა დინამო და მერე დნამო ოლიმპი ამ ბოლო თამაშზე სტადიონზე ვიყავი ჩემპიონატის დონე მომატებული მეცვენა ზესტა ბურთის აგორაებს დალაგებულად თამაშობს აი მართლა კაი გუნდია დინამოს მეტი შეუძლია და თამაშიდან თამაშში მოუმატებს ოლიმპიც არაუშავ გუნდია და ამათ ტორპედო ვიტ ჯორჯია დაემატება ბაია ო საერთოდ უცნაური გუნდია სინოიც და ნუ მომავალ წელს უფრო კაი ჩემპიონატი გვექნება კაია რა

19:16 | 18.04.2011
brasil (1219)

ვალერი კარპინი "სპარტაკის" მწვრთნელობიდან გადადგაstripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/11966-valeri-karpini-qspartakisq-mtsvrthnelobidan-gadadga.html')>0?' http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/11966-valeri-karpini-qspartakisq-mtsvrthnelobidan-gadadga.html':' http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/11966-valeri-karpini-qspartakisq-mtsvrthnelobidan-gadadga.html'))

19:15 | 18.04.2011
fantastika (2333)

დინამოს ქომაგი ვარ და რათქმაუნდა გამიხარდება დინამოს ჩემპიონობა, ოღონდ არც ზესტას ჩემპიონობა მეწყინება, ამას ალალად ვამბობ.

18:20 | 18.04.2011
gitler-dinamo (40)

nugo1113 მეეც მინდა დინამო : X მაგრამ ფაქტია ჯერ-ჯერობით ზესტა ყველაზე ძლიერია დარჩენილი ყველა ტურის მოგების შემთხვევაში შესაძლოა დინამო გაჩემპიონდეს ..

18:02 | 18.04.2011
gitler-dinamo (40)

ადმინთან თXოვნა მაქვს ადმინ იქნებ გაარკვიო გაგრას ნიგერიელმა ფორვარდმა ოვნიკოკომ საქართველოს მოქალაქეობა მართლა აიღოო .. თუ სიმართლეა U 21 ძაან გამოადგება ეგეთი ლეგინერი საქართველოში ჯერ არ ყოფილააა ..

17:44 | 18.04.2011
shotiko75 (970)

Scorad ceria aq, tu zestam aigo tasi da gaxda chempioni am shemtxvevashi gadis finalisti, xolo tu aigo tasi da ver gaxda chempioni am shemtxvevashi gadis meotxe adgilosani...

17:17 | 18.04.2011
shalva-0077 (263)

თუ ზესტამ გასვალაზე ერთი ბუთი მაინც შეაგდო ეს ძაან დიდი უპირატესობაა რადგან სახლში ზესტა დაუმარცხებელია

17:08 | 18.04.2011
shalva-0077 (263)

ზესტაფონი ევრო ტურნირებზეც ღირსეული იქნება ასახელებს საქართველოს

17:07 | 18.04.2011
shalva-0077 (263)

აგერ ნახავთ რომ თასსაც და ჩემპიონობასაც ზესტაფონი მოიგებს მაგარი აკრეფილია გუნდი და მე არ მეგულება საქართველოში გუნდი რო ზესა შეაჩეროს........ მაგარი შემტევი ხაზი და მაგარი საყრდენები ყავს ზესტას და მაგარიშეთამაშებულებიც, თქვენ თვითონაც ხედავთ რომ გუნდი არ აგებს, აქვს ყველაზე მეტი და ყვრლაზე ნაკლები გაშვებული ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

15:14 | 18.04.2011
echviani (1657)

ისე თქვენ რა ვიტი და გაგრა ჩამოწერეთ უკვე? მოკლედ ჭკუას ვერ ვსწავლობთ. თასზე პროგნოზები არ სრულდება ასე რომ მაგარი საინტერესო თასი გველოდება. იმედია ამით ქართული ფეხბურთი მოიგებს.

14:25 | 18.04.2011
took13 (93)

ადმინი 18.04.2011 13:40:27 გიცდით აბა ძმა , ბოლო ბოლო გაგვარკვიე :*:*

13:48 | 18.04.2011
goga_908 (377)

ისე ყველა ქვეყანაში არის ეგრე,ფინალისტი გადის.აქაც ასე იყო.ეხლა რატო გეპარებატ ეჭვი.წელს შვეიცარიის ქვედა ლიგის გუნდმა ითამაშა ევროპაზე იმიტომ რომ ფინალისტი იყო.კიდე გერმანული გუნდი იყო ეგრე მგონი ალემანია.ინგლისში იყო კიდე ამ ბოლო ხანს.არა რა მე დარწმუნებული ვარ,რომ ფინალისტი გადის ზესატაფონის მოგების შემთხვევაში,ამდენი ხანი თუ მაგენმა არ იციან კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.ტორპედომ გამოდის არ იცის მე4 ადგილი აწყობს თუ არა .რა ეშველება ჩვენ ფეხბურთს არ ვიცი.

13:44 | 18.04.2011
goga_908 (377)

კაია დაველოდებით 2-3საათს

13:43 | 18.04.2011
goga_908 (377)

ჩემი აზრით ტყუილია,ზესატაფონის მოგების შემთხვევაში ფინალისტი გავა,მე ასე ვიცი,ასე იყო სულ და ეხლა თუ შეცვალეს არ ვიცი.მოვა აგერ და ნახავთ,არ იცის სტატიის ავტორმა დარწმუნებული ვარ ეგ უეჭველი.ტორპედომ თასი უნდა მოიგოს და ვსიო.

13:40 | 18.04.2011
ადმინი (1831)

ევროპაზე გამსვლელებთან დაკავშირებით, დაახლოებით 2-3 საათში, ზუსტ განმარტებას მივიღებთ ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებიდან.

13:05 | 18.04.2011
dinamo_tiflis (3394)

ტორპედო ევროპაზეა უეჭველი კარგიც არის გაძლიერდება ზაფხულში იქნებ რაღაცას მიაღწიონ.

13:01 | 18.04.2011
koba_72 (2270)

ჩემი აზრით ზესტაფონი, დინამო და ტორპედო უნდა გავიდეს ევროთასებზე. ოლიმპსი ხელმძღვანელობა შეიცვალა და დიდი იმედი მაქვს გამოასწორებს შედეგებს.

12:28 | 18.04.2011
tornike16 (1787)

აუ ვერ გავიგე რა ზოგი რას ამბობს ზოგი რას ანუ ზესტაფონმა თასი რო მოიგოს ქუთაისი გადის მეოთხე ადგილიდან?

12:24 | 18.04.2011
rigeli (1147)

ტასი ტ ო რ პ ე დ ო ს Hემპიონი ზ ე ს ტ ა ფ ო ნ ი

11:53 | 18.04.2011
unker (104)

მგონი ტორპედოსთვისაც კი სჯობს თასი ზესტაფონმა მოიგოს. მეოთხე ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. თან 4 ქართულ გუნდს ექნება ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი. შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით ოლიმპის დიდი იმედი არ მაქვს მაგრამ მაინც.

11:40 | 18.04.2011
krini (108)

ამ სტატიიდან ვეგარ გავიგე რა როგორ არი.ამ დალოცვილებმა თუ იცოდნენ რომელი გუნდი შეიძლება გასულიკო ევრო ტურნირებზე ამდეხანს ვერ დაწერეს?ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას.მე კიარა მთელ საქართველოს ეგონა თუ ზესტაფონი თასს მოიგებდა თასის ფინალისტი გადიოდ,არადა პირიქით ყოფილა,ზესტას თასის აღების შემტხვევაში მეოთხე ადგილი გადისო.ასე თუა ქუთაისს არც თუ ისე ცუდათ აქვს საქმე.მეოთხისთვის უნდა იბრძოლოს.ძაან გბალეშიკობთ ქუთაისლებო,მაგრამ რავქნა ზესტაფონელი ვარ.მეოთხე ადგილს გისურვებთ

11:35 | 18.04.2011
daqi (698)

გაიხარეთ..არვამბობ მართლა იმიტო რო ქუთასელივარ,უბრალოდ დღეს ტორპედოს გასვლა სჯობს მართლა ვიდრე ვიტელები ან ბაია.ვიტჯორჯია ძალიან კარგი გუნდი მისი ახალგაზრდებით და ამ გზას რომ მიყვება აგრამ დღეს ის თაობა არყავს რო რაიმე ევრო ასპარეზზე ქნას..ტორპედოს ახალი საფარი ექნება,იმედია ახალი სელექცია ბევრჯერ უკეთესი ტრანსფერებით,გულშამატკივარზე არმაქ საუბარი დ როარშეგვარცხვენენ თუნდაც ძლიერ გუნდთან ეგ ვიცი..წარმატება ყველას ვინც ღირსია

11:26 | 18.04.2011
shadimani (1098)

და ზესტაფონი ლიგაზე

11:26 | 18.04.2011
shadimani (1098)

არამარტო ქუთაისს არამედ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ჭირდება წელს რომ ტორპედო გავიდეს უეფაზე.

11:24 | 18.04.2011
shadimani (1098)

კი ხვალ ყველანი სტადიონზე ვიქნებით და ამინდმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. დგეს მშრალი ამინდია და ალბატ გამართლდება პროგნოზი და ხვალაც უფრო მეტად საიამოვნო და თბილი ამინდი იქნება. : ))))

11:18 | 18.04.2011
daqi (698)

ხვალ სტადიონი გაივსება იმედია...ამინდიც გვიწყობს ხელს))))) ზესტაფონელთა დიდი სიმპათიის მიუხედავათ_______ ტორპედო 2:0 ზესტაფონი ... ყველა სტადიონზეე,ყველაააა

11:14 | 18.04.2011
kvasana (561)

ტორპედოოოოოოოოოოო... ხვალ ყველა სტადიონზე, იმედია გაივსება ტრიბუნები, დასწრება უფასოა.... ტორპედო - ზესტაფონი ....... უნდა მოვიგოთ

11:12 | 18.04.2011
kvasana (561)

ტორპედო გავა ევროპის ლიგაზე უეჭველი... მონატრებული თამაშები იქნება უცხოურ კლუბებთან ქუთაისში

0.15056