ფეხბურთი

15:08 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დარტყმა კოლუმბიისთვის: ფალკაო მუნდიალზე ვერ ითამაშებს

 

რადამელ ფალკაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს – ეს თითქმის გადაწყვეტილია. “მონაკოს” ფორვარდმა იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფეხბურთელის გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფალკაოს მამამ თქვა, რომ მისი შვილი მხოლოდ 60 პროცენტითაა მზად. რადამელს ძალა, სისწრაფე და გამძლეობა აკლია.

ცნობილი ბომბარდირი კოლუმბიის ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანეს, თუმცა 20 მაისს სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება ბოგოტაში, სადაც დაწვრილებით ისაუბრებენ ფალკაოს ჯანმრთელობაზე და მუნდიალზე მისი ვერწაყვანის მიზეზებზე.

0.115009