ფეხბურთი

11:29 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანიური ამბები: “ორჰუსის” ფრე, “დილას” მეტოქის მოგება

ქართველებთან დაკავშირებელ დანიურ ამბებზე: “ორჰუსმა” საკონტროლო მატჩი გამართა “ვიბორგთან” და 2:2 დაასრულა. დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – შესვენებისას. სხირტლაძე საკმაოდ აქტიური იყო და პირველ ნახევარში სამჯერ დაემუქრა ვიბორგელთა კარს, თუმცა ორჯერ მეკარემ აუღო, ერთხელ კი ააცილა.

ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” მეტოქემ, დანიურმა “ოლბორგმა” გერმანიის ობერლიგელ “ფელბერტთან” 2:0 იმარჯვა. ორივე გოლი ლუკაშ სპალვისმა გაიტანა. სპალვისი ლიტველი ფორვარდია, მხოლოდ 18 წლისაა.

“ოლბორგის” შემადგენლობა: ნ. ლარსენი (კ. კრისტენსენი), დალსგორდი (ვურცი), პედერსენი, ლ. ნილსენი (ტელანდერი), ოლმანი (ბლაბერგი), ბრიუნი (დიუ), პ. კრისტენსენი, ჰანსონი (აუგუსტინსენი), ვიხმანი (ტომსენი), კურტი (ტოფტი), ფრედერიქსენი (სპალვისი). 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113058