"დენვერ ნაგეთსის"'ფორვარდმა დანილო გალინარიმ, იტალიის კალათბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ჯანი პეტრუჩისა და ეროვნული ნაკრების მთავარ დამრიგებელ სიმონე პიანიჯიანისთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ იგი 2013 წელს სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
"ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვილაპარაკეთ იტალიის ეროვნული ნაკრების მომავალზე. ძალიან გამიხარდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და მოსალაპარაკებლად ამერიკაში ჩამოფრინდნენ. დიახ, მე განვაცხადე თანხმობა, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ვითამაშებ", - ციტირებს გალინარის სიტყვებს შპორტანდო.