დანიის ეროვნული ნაკრების ერთბაშად ორ წამყვან მოთამაშეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. Sporten.dk-ს ცნობით, საუბარია კრისტიან ერიქსენსა და მიქაელ კრონ-დელიზე.
დანიელთა თავკაცმა მორტენ ოლსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორივე მათგანი ტკივილებს გრძნობს და მათი თამაში ეჭვქვეშაა. სამშაბათს, დანიელები ბულგარელებს დაუპირისპირდებიან.
ცნობისათვის, დანიელებს 4 მატჩიდან 5 ქულა აქვთ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.