მიუხედავად იმისა, რომ “რომამ” იტალიის სერია A-ს დასკვნით ტურში “ბოლონიასთან” 5:0 იმარჯვა და ექვსიდან ექვსი მოგებით, სატურნირო ცხრილს ლიდერობს, გუნდის ლიდერი დანიელე დე როსი, “ძუ მგლებს” ქვეყნის უძლიერეს გუნდად არ მიიჩნევს.
რა თქმა უნდა, მას წარმატებები ახარებს, მაგრამ Sky Sport Italia-სთან საუბარში ამბობს:
“ამ გამარჯვებამ, ჩვენ ქულები და თავდაჯერებულობა შეგვმატა. შესაძლოა, რომელიმე ჩვენგანმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ მართლაც გუნდურად ვთამაშობთ. იმისთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენი დაცვა, სერია A-ში უძლიერესად დარჩეს. ექვსი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ვართ და სავსებით ნორმალურია, რომ “სკუდეტოზე” ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ უძლიერესი გუნდი არ ვართ. ჩვენი მიზანი, ევროთასებზე დაბრუნებაა და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ”.