სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:06 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: “ბარსელონაში” ბოლომდე დავრჩები”

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელ მცველ დანი ალვეშს სურს, რომ ამ კლუბის ღირსება კარიერის ბოლომდე დაიცვას.

ესპანეთის თასზე მადრიდის “რეალთან” 1:2 განცდილი მარცხის შემდეგ Marca-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერი სახის კრიტიკა მიიღოს.

“ვფიქრობდით, რომ მეორე გოლის გატანა შეგვეძლო, რეალურად კი, პირიქით მოხდა. ვალენსიას გულდაწყვეტილები ვტოვებთ, რადგან გულშემატკივრებს სურდათ ეხილათ, როგორ შევმართავდით მთავარ ჯილდოს. თუ კრიტიკოსები დახვრეტას გვპირებენ, მზად ვარ. ასეთია ჩემი ხასიათი და ასეთია ფეხბურთი. საუკეთესო ხარ როცა იმარჯვებ და ყველაზე ცუდი, როდესაც მარცხდები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უდიდეს კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”. მის ღირსებას კარიერის ბოლომდე დიდი სიყვარულით დავიცავ” - თქვა დანი ალვეშმა.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა, რომელიც კატალონიელთა ღირსებას 2008 წლიდან იცავს, 22 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165232