ფეხბურთი

20:52 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, უმაღლეს ლიგაში ყველაფერი გაირკვა. ჩემპიონი თბილისის “დინამოა” და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ევროპა ლიგაზე კი “ზესტაფონი,” “სიონი” და “ჩიხურა” იასპარეზებენ. უმაღლესი ლიგა “ზუგდიდმა” და “მერანმა” დატოვეს. პირველი ლიგის “ა” და “ბ” ზონებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში იასპარეზებენ, რომელიც ერთ წრედ თბილისში გაიმართება. პლეი ოფში უკვე მოხვდნენ ქობულეთის “შუქურა,” ფოთის “კოლხეთი,” “სამტრედია” და ბათუმის “დინამო.” ამათგან ორი საუკეთესო გაისად უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

და კიდევ, 21 მაისს ქვეყნის თასის ფინალში, შარშანდელის მსგავსად, ერთმანეთს “დინამო” და “ჩიხურა” შეხვდებიან.

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ხაბელაშვილი (61) 

 

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 მერებაშვილი (12), 0:2 მარცვალაძე (39), 0:3 ჩისკო (78) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 გეწაძე (40), 1:1 ოდიკაძე (42 პენალტით), 1:2 საბანაძე (47), 1:3 ტატანაშვილი (54), 2:3 გაბედავა (90)

 

1      დინამო                                            31           20           5           6           65:23           65          
2 ზესტაფონი 31 19 4 8 48:23 61
3 სიონი 31 16 6 9 41:33 54
4 ჩიხურა 31 13 7 11 54:47 46
5 მეტალურგი 31 13 6 12 35:37 45
6 გურია 31 11 0 20 28:51 33

 

32-ე ტური. 17 მაისი. შაბათი: გურია – ჩიხურა, ზესტაფონი – სიონი, დინამო - მეტალურგი

 

 

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნოზაძე (45 საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6:1 (2:1)

გოლები: 1:0 კვერნაძე (6), 2:0 ლექვთაძე (26), 2:1 დავლაშელიძე (38), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (69, 70, 79), 6:1 სავჩენკოვსი (90)

 

1      ტორპედო                                    31           13          6           12           42:43           45          
2 ვიტ ჯორჯია 31 13 6 12 41:44 45
3 დილა 31 11 9 11 44:35 41
4 სპარტაკი 31 11 4 16 32:38 37
5 ზუგდიდი 31 9 6 16 25:42 33
6 მერანი 31 6 4 21 21:59 22

 

32-ე ტური. 17 მაისი. შაბათი: მერანი – ტორპედო, ვიტ ჯორჯია – სპარტაკი, დილა - ზუგდიდი

 

მეგოლეები:

17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

 

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167422