ფეხბურთი

16:06 | 13.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

დამიაოსთვის “მარსელიც” იბრძოლებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “მარსელი” ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ფორვარდის – ლეანდრო დამიაოს შეძენას ეცდება. L’Equipe-ს ცნობით, ფრანგები ევროტურნირებზე სერიოზულ ბრძოლას გეგმავენ და შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურთ.

ხსენებული წყაროს ინფორმაციით, “მარსელის” მთავარი სამიზნე სწორედ 23 წლის დამიაოა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ დამიაოს გადაბირება ინგლისურ “ტოტენჰემსა” და იტალიურ “ნაპოლისაც” სურთ.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 14.08.2013
manutd86 (250)

რა მანჩე წადი ისევ ანჟიში

20:50 | 14.08.2013
nika-man (1456)

მოაშორეთ ეს არ დამანახოთ მანჩეში

20:35 | 14.08.2013
cvitni (519)

გადააშენეთ მანდედან ...

18:48 | 14.08.2013
სავაშა__ (6590)

აღარ სჭირდება ამას გრანდები , ფულის შოვნის დრო დადგა )

18:48 | 14.08.2013
kyra (651)

ეს მანჩესტერი ხო ყველათი ინტერესედება და ვერავის ყიდულობს რა

0.066659