კალათბურთი

19:14 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დალასს" შონ მერიონი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

"დალას მავერიქსის" ფორვარდი შონ მერიონი მარცხენა ფეხის მყესების დაჭიმულობის გამო საკუთარ გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა”, - იტყობინება The Star-Telegram.

მერიონმა ტრავმა 6 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსთან" დაპირისპირებისას მიიღო. თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ დაჭიმულობა მალე გაივლიდა, თუმცა მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანება გაცილებით უფრო სერიოზულია.

მიმდინარე სეზონში "მატრიცამ" 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ პარკეტზე 30 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში მისი მონაგარი 11,7 ქულას, 7,9 მოხსნას და 2,4 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

 

 

0.119019