ფეხბურთი

18:31 | 28.11.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დაკავებები დიდ ბრიტანეთში გარიგებული მატჩების გამო

დიდ ბრიტანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და 6 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან მინიმუმ 3 ფეხბურთელია. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

საქმეს ახლადშექმნილი ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი სააგენტო აწარმოებს, რომელსაც ბრიტანული  FBI შეარქვეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობს.

დაპატიმრებები გამოცემა The Daily Telegraph-ის ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, რომელიც გარიგებული თამაშების აზიელ ორგანიზატორებს ეხებოდა.

ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონებში მატჩის “ჩაწყობის” მინიმალური ღირებულება 50 000 გირვანქა სტერლინგია.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:45 | 26.10.2016
rimski (21)

გვყოლია ხალხო ცენტრფორვარდი და არ ვიცოდით

10:00 | 24.10.2016
paatabasket (1253)

არცერთი კომენტარი არადა ამ კაცის ჰეთ-თრიკი საქვეყნოდაა მოსადები ბოლოს რომელმა ქართველმა გააკეთა და როდის ერთი შემახსენეთ??

17:40 | 22.10.2016
maradona73biankoneri (12347)

მოლდოვასთან ძირითადში!

მჭედლიძის ადგილზე კიდევ სანამ კლუბში გოელბის გატანას არ დავიწყებდი, თავს უფლებას არ მივცემდი ნაკრებში მეთამაშა ტყულიად.

0.06278