ფეხბურთი

1:35 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაიწყო!

ინგლისის პრემიერლიგა დაიწყო. ჯერ პირველი ტური არ დასრულებულა და უკვე დიდი ვნებათაღელვაა. მაგალითად, “არსენალმა” შინ “ასტონ ვილასთან” 1:3 წააგო, გუნდთან, რომელიც წინა სეზონში ძლივს გადაურჩა პრემიერლიგიდან გავარდნას. ამაზე სენსაციური დასაწყისი რაღა უნდა ყოფილიყო. თამაშის მერე “მეთოფეთა” დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა, თუმცა მსაჯების გაკრიტიკებაც არ დავიწყებია და ისიც თქვა, მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, თავიდან ვიგებდით კიდეც, მაგრამ მერე რა მოხდა, ვერაფრით ამიხსნიაო. მართლაც, უკვე მე-6 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა ანგარიში. მაგრამ შემდეგ დედაქალაქეთა დაცვამ შეცდომების დაშვება დაიწყო და ამით მოუსვენარმა ბირმინგემელებმა კარგად ისარგებლეს. აგბონლაჰორის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა. მართალია, ბენტეკეს დარტყმული “არენალის” მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბელგიელმა დასწრებაზე ითამაშა და მაინც გაათანაბრა. მეორე ტაიმში ლონდონელები ისევ უტევდნენ, მათი დაცვა კი შეცდომებს განაგრძობდა. მატჩის ანტიგმირი ფრანგი ლორან კოშელნი გახდა. ჯერ იყო და კიდევ ერთი პენალტი “აიკიდა,” რომელიც ბენტეკემ ამჯერად უნაკლოდ შეასრულა, რამდენიმე წუთში კი მეორე ყვითელიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ესეც პირველი გაძევება წლევანდელ პრემიერლიგაში. მიუხედავად ამისა, მასპინძლებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და უმცირესობაშიც განაგრძობდნენ შეტევებს. ბოლოს კი ერთი კონტრშეტევა მაინც გაეპარათ და ლუნამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ყველაფერთან ერთად, გიბსი და სანია დაუშავდათ. თუ მათ ვერმალენს და მონრეალს დავუმატებთ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ვენგერი ოთხშაბათს სტამბულში, “ფენერბახჩესთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისას. და კიდევ, ვენგერს აკრიტიკებენ, რომ ზაფხულში წარმატებული სატარნსფერო პოლიტიკა ვერ ჩაატარა. სტადიონზე ბანერიც კი გამოუკრეს: დახარჯე, დახარჯეო…არსენი ეთანხმება კრიტიკას და ამბობს: სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, 2-3 ხმაურინი შენაძენი რომ გავაკეთოთო.

წლევანდელი პრემიერლიგის პირველი გოლი კი დანიელ სტარიჯმა გაიტანა, “სტოკთან,” მატჩის 37-ე წუთზე. სტარიჯი სხვა ეპიზოდებსიც ყოჩაღობდა და დიდწილად განაპირობა “ლივერპულის” გამარჯვება. ლუის სუარესი კი “ენფილდზე” თავის ბავშვთან ერთად იყო მისული და ჟურნალისტებს ემალებოდა.

იღბლიანი გამოდგა დევიდ მოიესის დებიუტი ”მანჩესტერთან” ერთად. “სუონსი” ის გუნდი არ არის, ვინმეს რამე იოლად დაუთმოს, მაგრამ მანჩესტერელებმა აჯობეს. დუბლი მიითვალეს რობინ ვან პერსიმ და დენი უელბეკმა. Aსევე, პრემიერლიგაში თავისი გოლების ანგარიში გახსნა ჩვენებურთა “ვიტესიდან” “სუონსიში” გადაბარგებულმა ვილფრიდ ბონიმაც, თუმცა თავისიანებს მაინც ვერ უშველა. წააგო მეორე უელსურმა გუნდმაც – მალკოლმ მაკაის ”კარდიფმა.” პრემიერლიგის დებიუტანტებმა ჯო კოულსა და “ვესტ ჰემს” ვერაფერი მოუხერხეს.  AD  

ლივერპული – სტოკი 1:0 (1:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 822

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სტარიჯი, ასპასი (სტერლინგი 72)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პიტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ეთერინგტონი (პენანტი 63), ველანი (ადამი 63), ნ’ზონზი, კრაუჩი (ჯონსი 81), უოლტერსი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: 1:0 სტარიჯი (37)

89-ე წუთზე უოლტერსმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

გაფრთხილება: კოლო ტურე (71); ნ’ზონზი (44)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 11(11)-9(6), ჯარიმა: 10-12, კუთხური: 10-6,  თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-10

 

არსენალი – ასტონ ვილა 1:3 (1:1)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 003

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია (პოდოლსკი (90+4), გიბსი (ჯენკინსონი 28), კოშელნი, როსიცკი, უილშირი, რემზი, უოლკოტი, ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (კასორლა 46)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ლაუტონი, ბეიკერი (კლარკი 17), ლუნა, ელ აჰმადი, დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ბაკუნა 88)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 ჟირუ (6), 1:1. 1:2 ბენტეკე (22, 61 პენ), 1:3 ლუნა (85)

გაფრთხილება: შჩესნი (21), უილშირი (30), კოშელნი (61), კასორლა (79); ვლაარი (30), ლუნა (45+4), ბენტეკე (60), ვესტვუდი (65), აგბონლაჰორი (90+5)

გაძევება: კოშელნი (67)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 4(11)-6(5), ჯარიმა: 15-19, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3

 

ნორვიჩი – ევერტონი 2:2 (0:0)

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 824

ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი, ხავიერ გარიდო, ტერნერი, მარტინი, ჰულაჰანი (ტეტი 73), ბენეტი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი (მარტინ ოლსონი 86), ვან ვოლფსვინკელი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ოსმანი, კოულმენი, ფელაინი, ბარკლი (ანიჩებე 90+3), მირალასი (ნეისმიტი 70), იელავიჩი (არუნა კონე 80)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ვიტაკერი (51), 1:1 ბარკლი (61), 1:2 კოულმენი (65), 2:2 ვან ვოლფსვინკელი (71)

გაფრთხილება: მარტინი (44), ტერნერი (58)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 2(6)-7(13), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-0

 

სანდერლენდი – ფულემი 0:1 (0:0)

სანდერლენდი. “ლაითი.” 43 905

სანდერლენდი: ვესტვუდი, ო’ში, ცელუსტკა (უიქემი 86), რობერგე, სესენონი (დონგ-ვონ ჯი 72), ჯონსონი, კაბრალი, ლარსონი, კოლბექი, ჯაკერინი, ალტიდორე

მწვრთნელი: პაოლო დი კანიო

ფულემი: სტეკელენბურგი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რითერი, ბოატენგი (კარაგუნისი 65), სიდუელი, დაფი, რიჩარდსონი (ბრიგსი 20), ტაარაბტი, კასამი, ბერბატოვი

მწვრთნელი: მარტინ იოლი

გოლი: 0:1 კასამი (53)

გაფრთხილება: ბოატენგი (23), კასამი (85), დაფი (90+3)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 57%-43%,  დარტყმა: 3(18)-1(4), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-3

 

ვესტ ბრომვიჩი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 25 927

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, მორისონი, მულუმბუ, იაკობი, დორანსი, ლონგი (ვიდრა 83), ანელკა (როზენბერგი 83)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვრენი, შოუ, ლალანა (რამირესი 70), შნაიდერლინი, ვანაიამა, უარდ-პროუსი (კორკი 90+4), ჩემბერსი, როდრიგესი (დევისი 78), ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: 0:1 ლამბერტი (90 პენ)

გაფრთხილება: მაკოლი (48), რიჯუელი (57), ჯონსი (76), მულუმბუ (82)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 1(10-)-3(5), ჯარიმა: 15-25, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-1

 

ვესტ ჰემი – კარდიფი 2:0 (1:0)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიენი, კოლინზი, რიდი, ჯო  კოული (ვაჟ ტე 90), ნოლანი, ნოუბლი, ჯერვისი (დაუნინგი 71), დიამე (დიარა 82), მაიგა

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

კარდიფი: მარშალი, კონოლი, ტერნერი, კოლკერი, ვითინგემი, მედელი, გუნარსონი, ბო-კიუნგ კიმი (მაინარდი 75), ბელამი (გესტედე 74), კემპბელი (მატჩი 90+5), ჯონი

მწვრთნელი: მალკოლმ მაკაი

გოლები: 1:0 ჯო კოული (13), 2:0 ნოლანი (76)

გაფრთხილება: კონოლი (27)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4(14)-1(11), ჯარიმა: 10-7, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 0-2

 

სუონსი – მანჩესტერი 1:4 (0:2)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 733

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, რუტლიჯი (პაბლო ერნანდესი 46), დაიერი, ბრიტონი (ბონი 46), შელვი, მიჩუ, კანიასი (სუნგ-იონგ კი 76)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

მანჩესტერი: დე ხეა, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯონსი, კარიკი, ვალენსია, გიგზი (რუნი 61), კლევერლი, ვან პერსი (ანდერსონი 86), უელბეკი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 ვან პერსი (34), 0:2 უელბეკი (36), 0:3 ვან პერსი (72), 1:3 ბონი (82), 1:4 უელბეკი (90+2)

გაფრთხილება: კანიასი (3); ვალენსია (9), კარიკი (40), კლევერლი (45)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 6(11)-8(6), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-5

მეგოლეები:

2 – რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”), დენიელ უელბეკი (“მანჩესტერი”), კრისტიან ბენტეკე (“ასტონ ვილა”)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0912