გერმანული “დორტმუნდი” მზადაა, თავისი მთავარმეგოლე რობერტ ლევანდოვსკი ლონდონის “ჩელსის” მიჰყიდოს. Daily Star-ის ცნობით, “არისტოკრატები” პოლონელში 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან, დორტმუნდელები კი, ამ თანხაზე ყაბულს არიან.
“დორტმუნდი” უპირატესობას “ჩელსის” ანიჭებს, რადგან არ სურს, თავისი ვარსკვლავი უშუალო კონკურენტმა მიუნხენის “ბაიერნმა” გადაიბიროს. 2014 წლის ზაფხულში, ლევანდოვსკის დორტმუნდელებთან კონტრაქტი ეწურება და “რეკორდმაისტერი” ფორვარდის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ შეძლებს.
არაა გამორიცხული, “ჩელსიმ” ლევანდოვსკის ტრანსფერში ახალგაზრდა კევინ დე ბრიუნე ჩართოს, რომელსაც დორტმუნდელები მარიო გიოტცეს შემცვლელად განიხილავენ.