ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ირწმუნება, რომ მომდევნო სეზონიდან, ფერნანდო ტორესი მშობლიურ მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს, რადამელ ფალკაო კი, ლონდონის “ჩელსიში” განაგრძობს კარიერას.
მოგეხსენებათ, ლონდონელები ფალკაოს გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ. თავის მხრივ, მადრიდელთა თავკაც დიეგო სიმეონეს “ვისენტე კალდერონზე” ტორესის ხილვა სურს და არაა გამორიცხული, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
ფალკაოს სანაცვლოდ, “ჩელსი” “ატლეტიკოსთვის” ტორესის დათმობასა და თანხის დამატებას გეგმავს. კოლუმბიელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი გირვანქა სტერლინგია.